Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 03.12.2024

„ათმა სპეცრაზმელმა მირტყა. ჩაგვსვეს ავტობუსში და იქაც გვირტყეს“ - ირაკლი წულაია 3000 ლარით დაჯარიმდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სამართალდამრღვევად ცნო ჟურნალისტი ირაკლი წულაია და მას 3000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა. სამართალდამცავები მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ირაკლი წულაია სპეცრაზმელებმა 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც დაკავებისას, ისე მინივენში, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც ის რადიო თავისუფლებას უყვება... Читать дальше...

პოლიციაა აქტივისტ დოდი ხარხელის ბინაში

Radiotavisupleba.ge 

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში პოლიციაა. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია დოდი ხარხელის ქმარმა, ლევან წიკლაურმა, დაწერა. დაუზუსტებელია, რა საპოლიციო მოქმედებები მიმდინარეობს დოდი ხარხელის ბინაში. მეგობრები და ნათესავები ვარაუდობენ, რომ ის დააკავეს. ადგილზე მყოფი საპატრულო და კრიმინალური დეპარტამენტის პოლიციელები რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობენ. რადიო თავისუფლება დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. პრესცენტრში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მალე მოგვაწვდიან. Читать дальше...

2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2 დეკემბერს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, თბილისში გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 26 ადამიანი. მათგან 23 აქციის მონაწილეა, 3 - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. „დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში. Читать дальше...

არხი მიკერძოებულია, დაეთმოს ეთერი საჯარო დისკუსიებს - საზმაუს 58 თანამშრომლის საერთო განცხადება

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ერთი ნაწილი საერთო განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს დემონსტრანტებზე ძალადობას, ემიჯნება „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან დაახლოების პროცესი შეჩერებაზე და მოითხოვენ, მათი ეთერები საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებასა და საჯარო დისკუსიებს დაეთმოს. განცხადების ტექსტს ხელს 58 თანამშრომელი აწერს, მათ შორის წამყვანები: ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ ჩიქოვანი.  საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის... Читать дальше...

საია: აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო

Radiotavisupleba.ge 

საპოლიციო ძალების მიერ საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მორიგი დაშლის შემდეგ, უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”(საია) განაცხადა, რომ შსს განაგრძობს აქციების „ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას”. 2 დეკემბერს, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით აქციის დაშლა წინა დღეებზე ადრე, დაახლოებით ღამის ათი საათისთვის დაიწყო. საიას მიერ დღეს, 3 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული შეფასებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვაჟა სირაძის განცხადება, რომ „თავიდანვე დაიწყეს ღონისძიება”... Читать дальше...

Попытка госпереворота – депутат об акциях протеста в Грузии

ИА «Новости-Грузия» 

Волна протеста несогласных с решением властей до 2028 года снять с повестки дня открытие переговоров о вступлении страны в ЕС, охватившая Тбилиси и другие города Грузии, – это попытка госпереворота, организованная шпионами, заявил депутат от правящей партии "Грузинская мечта" Ираклий Кирцхалия.



ჯო უილსონი: მჯერა, ტრამპი დადგება ქართველ ხალხთან და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი„გლობალნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებს ეხმაურება და სპეცრაზმის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტებს აფასებს. ის ფიქრობს, რომ ძალადობის ორგანიზებას მნიშვნელოვანი პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის ეს სანქციებიც შეიძლება იყოს. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. Читать дальше...

ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი შაბათს, 7 დეკემბერს, მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაესწრება ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის, ნოტრ-დამის გახსნას. ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს, თავად ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში. დონალ ტრამპის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად შესანიშნავი სამუშაო გასწია და მისი გახსნა ყველასთვის განსაკუთრებული დღე იქნება. საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც... Читать дальше...

"დილის საუბრები ეკონომიკაზე": ვინ იხდის კრიზისის ფასს?

Radiotavisupleba.ge 

3 დეკემბრის ეთერში საპარლამენტო არჩევნების შემდგომი, უკვე სრულიად თვალსაჩინო ეკონომიკური შედეგისა და რისკების შესახებ ვისაუბრეთ - ვინ იხდის კრიზისის ფასს? ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგი დაამტკიცა

Radiotavisupleba.ge 

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა ხმების ხელახალი დათვლა, 2 დეკემბერს, გვიან საღამოს გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მარიან ენაჩემ. პირველი ტურის შედეგების დადასტურების საფუძველზე, 8 დეკემბერს მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ფორმალურად უპარტიო კანდიდატი, ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ და ლიბერალური პარტიის, „რუმინეთის ხსნის კავშირის“ კანდიდატი ელენა ლასკონი. Читать дальше...

ზელენსკი უარყოფს, რომ რუსეთთან ომში დაღუპულია 80 ათასი უკრაინელი სამხედრო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს დასავლეთის მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ რუსეთთან ომში დაღუპულია 80 000 უკრაინელი სამხედრო. 2 დეკემბერს იაპონურ Kyodo News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ არმიის დანაკარგები არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი 80 000-ზე გაცილებით ნაკლებია. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მათი მონაცემები არასრულია, რადგან არ იციან, რამდენი დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2024 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების დანაკარგი 31 000-ია. Читать дальше...

სპეცრაზმის გამოჩენისთანავე დემონსტრანტები ჭავჭავაძის გამზირიდან გაუჩინარდნენ და მოგვიანებით ისევ გამოჩნდნენ

Radiotavisupleba.ge 

ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. დემონსტრანტებმა ადგილი მანამდე დატოვეს, სანამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოქმედებაზე გადავიდოდა და ნახევარ საათში ისევ ჭავჭავაძეზე, თუმცა აქსის ტაუერის მიმდებარედ გაჩერდნენ. მათი გეგმით, აქცია ვაკის პარკში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა შემდეგ დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა სვლა ყიფშიძის ქუჩისკენ განაგრძო. ჭავჭავაძის მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა 07:18 საათისთვის გამოჩნდა. პოლიცია დაიძრა ქუჩის ზედა ნაწილიდან. ამ დროს ჭავჭავაძის გამზირზე... Читать дальше...

უკრაინა მიიღებს კიდევ 725 მილიონი დოლარის ამერიკულ იარაღს და ტექნიკას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გამოუყო კიდევ 725 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ინფორმაციით, ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს Stinger, საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა ამ სამხედრო... Читать дальше...

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს საქართველოში ჩასვლას ვგეგმავთ - „ქართული ლეგიონი“

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ აცხადებს, რომ ცნობები, თითქოს „ლეგიონი“ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, რუსული დეზინფორმაციაა. „რუსულმა პროპაგანდამ ცოტა ხნის წინ დაიწყო ცრუ ცნობების გავრცელება იმის შესახებ, თითქოს „ქართული ლეგიონი“ გეგმავს საქართველოში დაბრუნებას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“, - წერია „ლეგიონის“ მიერ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს... Читать дальше...

დემონსტრანტებმა 5:30 საათისთვის თსუ-სთან გადაინაცვლეს - წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველიდან გავიდა

Radiotavisupleba.ge 

საპროტესტო აქციამ, სპეცრაზმთან მრავალსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, 3 დეკემბერს, 05:30 საათისათვის ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გადაინაცვლა. ამის შემდეგ წყლის ჭავლის მანქანამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტთან“ იყო მობილიზებული, ტერიტორია დატოვა. ტერიტორია დატოვეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. რამდენიმე ასეული ადამიანი ახლა თსუ-სთან არის შეკრებილი. პროტესტი გრძელდება. „გამოდით! Читать дальше...

რადიო თავისუფლების პროდიუსერი ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, 3 დეკემბერს, დილის ოთხ საათზე გამოუშვეს საპატიმროდან რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც პროევროპული საპროტესტო აქციის დროს ინგოროყვას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და სცემეს.

Новости России
Москва

На Воробьевых горах открылась фотовыставка «Без барьеров»


კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს საქართველოში კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - საგარეო მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი აცხადებს, რომ კანადა სანქციებს დაუწესებს ადამიანებსა და კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ. 2 დეკემბერს რიგაში, ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების საერთო პრესკონფერენციაზე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა: „კანადა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ძალიან გვაშფოთებს ის, რის გაკეთებასაც რუსეთი ცდილობს. ჩვენ მივყვებით [ამ სამი ქვეყნის] მაგალითს და ჩვენი სანქციების რეჟიმზე დაყრდნობით... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: მთელი ქვეყანა წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ ღამეს მოვლენები „შემაშფოთებლად განვითარდა“: „მშვიდობიანი დემონსტრაციები სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც დარბევა დაიწყო“. პრეზიდენტის შეფასებით, „ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებასა და პროტესტის უფლებაზე“. „დარღვეულია ძირითადი უფლებები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აპატიმრებენ და ეპყრობიან ადამიანებს დაკავებისას“, - წერს იგი პლატფორმა X-ზე. პრეზიდენტი ასევე წერს, რომ „საქართველოს მასშტაბით ხალხი წინ აღუდგა რუსულ მარიონეტულ რეჟიმს“. Читать дальше...

"ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით წყლის ჭავლის მანქანა დაზიანდა" - შსს-მ პოლიციაზე თავდასხმის მუხლით 1 პირი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციაზე პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი თავისუფლების მოედანთანაა, მომიტინგეები რჩებიან რუსთაველზეც

Radiotavisupleba.ge 

სპეცრაზმის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების მიუხედავად, თბილისის ცენტრში პროევროპული აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება, მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი მსვლელობით მივიდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან.

მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენზე თავდასხმას გეგმავენ - საგარეო მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შვილი, დავით ჯანჯალია აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავენ. თეიმურაზ ჯანჯალია „ქართული ოცნების“ ახალ მთავრობაში, მაკა ბოჭორიშვილის მინისტრობისას, აღარ არის მინისტრის მოადგილე. „ერთდროულად რამდენიმე წყაროდან მომივიდა ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე იგეგმება ფიზიკური თავდასხმა. ეს შესაძლოა მოხდეს სადარბაზოსთან, აქციაზე, თუ სხვა გარემოებაში“, - დაწერა დავით ჯანჯალიამ 3 დეკემბერს... Читать дальше...

ევროკომისარი მარტა კოსი: ევროკავშირი თქვენს მხარეს არის

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში - მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს: "დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში შექმნილ შემაშფოთბელ ვითარებაზე. ვაქებ საქართველოს ხალხის გაბედულ პრინციპულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლის გაგრძელებაში. თქვენი ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარავითარი ძველებურად გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარეს არის". მანამდე, 1 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Мария Шарапова

Организаторы теннисного турнира в Петербурге хотят пригласить для участия Шарапову






Стоматологи рассказали, как ухаживать за зубами с детства

Угрожавшего пассажирам помощника депутата сняли с самолета в Москве

Оренбурженка стала обладателем премии «Женщины России»

Лучшие в области юриспруденции. Опубликован второй рейтинг специалистов