Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Новости за 13.12.2024

რუსეთმა უკრაინაზე მასირებულ შეტევას ტაგანროგის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის პასუხი უწოდა

Radiotavisupleba.ge 

13 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ რეგიონებზე. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღევანდელი თავდასხმის სამიზნე ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა 94 ბალისტიკური, აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და 193 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის მონაცემებით, საჰაერო და თავდაცვის ძალების საზენიტო და რადიოელექტრონული ბრძოლის ჯგუფებმა და ავიაციამ, მათ შორის F-16 ტიპის... Читать дальше...

გერმანიაში დაიწყო სასამართლო პროცესი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც სამი მოზარდია ბრალდებული

Radiotavisupleba.ge 

დიუსელდორფში დაიწყო პროცესი დაგეგმილი ისლამისტური ტერაქტების საქმეზე, რომელშიც გერმანიის მოქალაქე სამი არასრულწლოვანია ბრალდებული. გამომძიებლების ინფორმაციით, 16 წლის გოგო და 15 და 17 წლის ბიჭები გასულ გაზაფხულზე ქრისტიანულ ეკლესიებზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდნენ. დანაშაულის სავარაუდო ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, სამივე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში დააკავეს. სასამართლო პროცესი საზოგადოების წვდომის გარეშე გაიმართება, ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვანები არიან. სამივე მათგანს სახელმწიფოსთვის... Читать дальше...

პროევროპულ აქციაზე დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

Radiotavisupleba.ge 

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ 2000 ლარით დააჯარიმა. ის ერთ-ერთია იმ 400-ზე მეტი ადამიანიდან, რომლებიც ბოლო 16 დღის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე დააკავეს.

ილია მეორე: უმნიშვნელოვანესია დიალოგი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ ქვეყანაში უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია დიალოგი, თუმცა არ აზუსტებს, ვის შორის უნდა შედგეს იგი. პატრიარქის თქმით, მდგომარეობის დაძაბვა საფრთხეს უქმნის „ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს!“

„გამოდი გარეთ“ - პროევროპული აქცია თბილისის ქუჩებში

Radiotavisupleba.ge 

მეთექვსმეტე დღეა, დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება საპროტესტო აქციები „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ხელისუფლების გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 13 დეკემბერს, 13:00 საათზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა გზები დედაქალაქის რამდენიმე უბანში.

ომის დაწყებიდან რუსეთში მხოლოდ შვიდი სამგზავრო თვითმფრინავი აშენდა დაგეგმილი 108-იდან - BBC

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გაერთიანებულმა ავიასამშენებლო კორპორაციამ (ОАК) რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამავლობაში ააშენა მხოლოდ შვიდი სამგზავრო ავიალაინერი, ნაცვლად დაგეგმილი 108-ისა. ამის შესახებ რადიოსადგურ "ბიბისის" რუსული სამსახური წერს. საუბარი ეხება შვიდ Superjet 100-ს (სამგზავრო თვითმფრინავი 87-დან 108 ადამიანის გადასაყვანად). ასეთი თვითმფრინავების გამოსაშვებად ბევრი უცხოური კომპონენტი გამოიყენება. შესაბამისად, რუსეთისათვის სანქციების დაწესების შემდეგ მათი გამოშვება გაიყინა... Читать дальше...

რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენ

Radiotavisupleba.ge 

პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით.

„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ „ჯანსაღ ოპოზიციაში“ გადადის

Radiotavisupleba.ge 

ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფი - „ხალხის ძალა“ - აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყოფა და „ჯანსაღი ოპოზიციის“ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ პრინციპული შეუთანხმებლობა არ ჰქონიათ.



სი ძინ პინი ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება - CBS

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი არ დაესწრება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, რომელიც ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ CBS News-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მოსალოდნელია, რომ ცერემონიას დაესწრება ჩინეთის ელჩი აშშ-ში, რაც სტანდარტული პროცედურაა. ამერიკული ტელეარხის თანახმად, ინაუგურაციას დაესწრებიან ასევე ჩინეთის სხვა ოფიციალური პირები, მაგრამ არა სი ძინ პინი. CBS News-ის ცნობით, არაოფიციალური არხებით გადაცემულმა მიწვევამ "პეკინი გააკვირვა", რადგან... Читать дальше...

ევროკავშირის ელჩი: ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს. შეხვედრა "ევროპული ბიზნეს ასოციაციის" ინიციატივით გაიმართა.

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 13 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის რეგიონებზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. მორიგი თავდასხმის გამო საჰაერო განგაშმა უკრაინის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მოიცვა. უკრაინის ენერეგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასირებული შეტევის ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.  ადგილობრივი დროით 10:00 საათის მონაცემებით, ხარკოვსა და ნიკოპოლში დაზიანებულია სახლებიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების... Читать дальше...

მოლდოვა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ქვეყანაში მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 დეკემბრიდან ამოქმედდება. მოლდოვა რუსეთიდან ბუნებრივ გაზს უკრაინის ტერიტორიის გავლით იღებს. კიევი აღარ აპირებს რუსულ კონცერნ „გაზპრომს“ გაუგრძელოს ტრანზიტის კონტრაქტი, რომლის მოქმედების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ამოიწურება. შესაბამისად, მოლდოვა რუსული გაზის შეწყვეტას 2025 წლის 1 იანვრიდან ელოდება. Читать дальше...

რუსეთის საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ, გააფართოვეს და განაახლეს

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა შეისწავლა კადრები, რომლებიც თავიდან ბევრს შეუმჩნეველი დარჩა. საქმე ეხება საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიას, რომელიც ცნობილია თავისი როლით საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში. ცენტრი მნიშვნელოვნად გაფართოვდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

"დილის საუბრები განათლებაზე": პროტესტი და ადამიანის უფლებების გაგება

Radiotavisupleba.ge 

13 დეკემბერს ვისაუბრეთ შეკრებისა და გამოხატვის უფლების გაგებაზე. რას ემსახურება საპროტესტო აქციებში მონაწილეთა მიმართ სასტიკი მოპყრობა? სტუმარი: ედუარდ მარიკაშვილი, GDI-ს თავმჯდომარე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გოტა ჭანტურია, „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი.

WSJ: ტრამპს სურს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ევროპელმა სამხედროებმა გააკონტროლონ

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს და უკრაინას სთავაზობს, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ამ რეჟიმის დაცვა გააკონტროლონ ევროპის ქვეყნების სამხედროებმა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ამერიკული გამოცემის წყაროთა თანახმად, ტრამპმა თავისი წინადადება 7 დეკემბერს, პარიზში შეხვედრისას გააცნო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. Читать дальше...

უკრაინა პენტაგონის მარაგიდან მიიღებს კიდევ 500 მილიონი დოლარის იარაღს და ტექნიკას

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გამოუყო კიდევ 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას. Читать дальше...

შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველის კიდევ ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის ჩინოსნები და კერძო პირები. მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 12 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადებით, ვიზების გაცემა აიკრძლა მათთვის, ვინც პასუხისმგებელი, ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. შეერთებული შტატები... Читать дальше...

მაკრონმა კვლავ გამოხატა „ღრმა შეშფოთება“ საქართველოში დემონსტრანტების დაკავებაზე

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კვლავ გაიმეორა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და კვლავ გამოხატა შეშფოთება დემონსტრანტებზე ძალადობის გამო. 12 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრ დონლად ტუსკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის მხრიდან ევროპაში არჩევნებისას განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებზე და მაგალითებად მოლდოვა, რუმინეთი და საქართველო მოიყვანა: „როგორც ვხედავთ, რუსეთისგან იზრდება საინფორმაციო თავდასხმები, მისი გავლენა არჩევნებზე ევროპაში თითქმის ყველგან. Читать дальше...

"ფანარი ჩამომართვეს, კანონსაწინააღმდეგოაო" - კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ხელწერილით გაუშვეს

Radiotavisupleba.ge 

12 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციიდან წასვლის შემდეგ კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. შემთხვევა ორთაჭალაში მოხდა, სადაც საპატრულო ეკიპაჟმა ექიმის მანქანა გააჩერა. "ტვ პირველთან" საუბარში ზოსიაშვილი ჰყვება, რომ პატრულმა იგი "ზედაპირულად" გაჩხრიკა, მისი სანათი "კანონსაწინააღმდეგო ნივთად" მიიჩნია და ახნსა-განმარტება დააწერინა. "ეს ყველაფერი მართლაც კომიკური იყო. იძულებით გადმომიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ახნა-განმარტების გარეშე ჩამომართვეს ტელეფონი... Читать дальше...

თუ არასრულწლოვანი პოლიციას არ დაემორჩილება, მშობელი დაჯარიმდება - „მიზანი მეტი კონტროლია, რომ აქციაზე არ გაუშვან“

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნება“ საპროტესტო დემონსტრაციების პასუხად არაერთ ცვლილებას გეგმავს, მათ შორის პიროტექნიკის რეგულაციებსა თუ ნიღბებს აქციებზე.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко выиграла награду WTA за продвижение женского тенниса






Турнир по рукопашному бою в Липецке собрал рекордные 800 участников

Лучшие проекты в номинации «Культура» объявили на торжественной церемонии вручения Национальной премии «Патриот-2024»

Актриса Янина Студилина поделилась редкими кадрами с дочерью

Врач назвала продукты, с которыми опасно сочетать хурму