Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024

Новости за 20.12.2024

რუსეთის ისლამურმა საბჭომ მხარი დაუჭირა მუსლიმ კაცებს შორის მრავალცოლიანობას - კანონის საწინააღმდეგოდ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის უმაღლესმა ისლამურმა ორგანომ მხარი დაუჭირა რელიგიურ დადგენილებას, რომელიც მუსლიმ კაცებს მრავალცოლიანობის ნებას დართავს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს ერთდროულად რამდენიმე რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნას. რუსეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს მუსულმან სასულიერო პირთა საბჭომ 18 დეკემბერს გამოსცა ფატვა, რომელიც ნებას რთავს მუსლიმ კაცებს, ერთდროულად ოთხ ქორწინებაში იყვნენ, გარკვეული პირობების დაცვით. რუსეთის საოჯახო კოდექსი პირდაპირ კრძალავს იმ პირების ქორწინებაში შესვლას, რომლებიც უკვე დაქორწინებული არიან.

ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს აკრიტიკებს „აგენტების კანონზე“ ინიციატივის გამო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და მის დელეგაციას არ აქვთ შესაბამისი მანდატი და უფლება, რომ “არაღიარებულ ხელისუფლებასთან” ერთად "დანიშნონ" კომისია "აგენტების კანონთან" დაკავშირებით. ამის შესახებ მან დღეს, 20 დეკემბერს, ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს მოვალეობაა, ისაუბროს ხალხის მიმართ ძალადობასა და მათი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვაზე. „მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას... Читать дальше...

„თუ აფხაზური მხარე 40%-ის ღირებულებას გადაიხდის, სხვა სურათი იქნება“ - დიალოგი ენგურჰესზე

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ენერგეტიკული კრიზისი აფხაზმა ოპოზიციონერებმა ლევან მიქაამ და ილია გუნიამ „ენგურჰესის“ გენერალურ დირექტორ ლევან მებონიასთან განიხილეს.

კობახიძე გლოპ-ის ნაცვლად „დიპ სტეიტზე“ საუბრობს და ტრამპს მასთან ბრძოლაში წარმატებებს უსურვებს

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გლობალური ომის პარტიის“ (გლოპ-ის) ნაცვლად ტერმინ „დიპ სტეიტს“ (Deep State - „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) იყენებს, მას აკისრებს პასუხისმგებლობას რუსეთ-უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებზე მსოფლიოში და ამბობს, რომ იმედოვნებს, „დიპ სტეიტს“ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხებს. „პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ დაამარცხებს „დიპ სტეიტს“ და გაათავისუფლებს აშშ-ს არაფორმალური გავლენებისგან. დიდი იმედი მაქვს, ამას შეძლებს და ეს საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება“, - თქვა მან. Читать дальше...

„ვისღა აინტერესებს რუსული კანონი?“ - ალენ ბერსეს პრეზიდენტი, პარტიები და არასამთავრობოები აკრიტიკებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნებისგან“ მიიღო დაპირება „აგენტების კანონის“ შეცვლაზე და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს არ დაადასტურა და თქვა, რომ შეთანხმება შედგა კანონთან დაკავშირებით დისკუსიაზე და კანონს მხოლოდ მაშინ შეცვლიან, თუ მის „სამართლებრივ ხარვეზებს“ დაუსაბუთებენ. „ვისღა აინტერესებს“? Читать дальше...

მთავრობა აქციების დაშლის ხელმძღვანელ პირებს ღირსების ორდენზე წარადგენს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსანს ღირსების ორდენზე წარადგენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

აღწერა გრძელდება - რატომ გაახანგრძლივა საქსტატმა მოსახლეობის აღწერის პროცესი?

Radiotavisupleba.ge 

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 11 დღით გახანგრძლივდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ საქსტატის ხელმძღვანელმა 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ხვდება

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 20 დეკემბერს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს ხვდება.  შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პასუხად განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა ასეთი დისკუსიებისთვის, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა „დაუმტკიცონ“ კანონის ხარვეზები. Читать дальше...

„უსამართლობა ბოროტებაა და უსამართლობის გამართლება - უფრო მეტი ბოროტება“ - არქიმანდრიტი ილია თოლორაია

Radiotavisupleba.ge 

„ასეთი ძალადობა, ახალგაზრდებზე, ქალებზე... ამ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ. ეს უნდა შევძლოთ“, - ამბობს სამების არქიმანდრიტი ილია თოლორაია. რადიო თავისუფლება მას საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და იმ ძალადობაზე ესაუბრა, რომლის მოწმეც საზოგადოება დარბევების დროს გახდა.

რუსეთისა და ბელარუსის მოციგურავეები დაუშვეს 2026 წლის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე

Radiotavisupleba.ge 

მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები დაუშვა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე. „კავშირმა აღნიშნა ნეიტრალური სპორტსმენების მშვიდობიანი მონაწილეობა პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და ამის გათვალისწინებით იგი კიდევ ერთხელ უდასტურებს მხარდაჭერას უსაფრთხო, მშვიდობიან და სამართლიან შეჯიბრს მილანში 2026 წლის თებერვალში“, ნათქვამია ISU-ს განცხადებაში. საკვალიფიკაციო შეჯიბრებზე დაუშვებენ ფიგურულ მოციგურავეებს, ჩქაროსნულ და მოკლე ტრასაზე... Читать дальше...

ბულგარეთის პრემიერმა ხელი არ მოაწერა უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტარ გლავჩევმა ბოლო მომენტში უარი თქვა ბულგარეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახური იტყობინება. მოელოდნენ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ ხუთშაბათს, გლავჩევისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის მსვლელობისას. თუმცა, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბევრი კომენტატორისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ მან ჯერ პარლამენტთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. Читать дальше...

მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი - გახარია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანზე

Radiotavisupleba.ge 

ექსპრემიერი გიორგი გახარია, პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერი ეხმაურება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს განცხადებას „აგენტების კანონის“ შესაძლო ცვლილებაზე. „მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - წერს გახარია ფეისბუკზე. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, თბილისში ვიზიტად მყოფმა ალენ ბერსემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ. 20 დეკემბერს ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ბერსემ განაცხადა... Читать дальше...

ჩეხეთის სენატმა რეზოლუციით მოუწოდა მთავრობას, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებს და მოსამართლეებს

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, სენატმა, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდა ჩეხეთის მთავრობას, დაუწესოს სანქციები ქართველ მაღალჩინოსნებსა და მოსამართლეებს. კერძოდ, სენატის რეზოლუცია მოუწოდებს ქვეყნის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს ან მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დემონსტრაციების ძალადობრივად ჩახშობაში; მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამასთან, რეზოლუცია, - რომელიც სავალდებულო არ არის, - მოუწოდებს ჩეხეთის მთავრობას... Читать дальше...

რუსეთმა კიევზე დარტყმას უწოდა პასუხი როსტოვის ოლქზე ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით შეტევაზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დღეს კიევში დაარტყეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მართვის პუნქტს და სამხედრო დანიშნულების კიდევ რამდენიმე ობიექტს. სამინისტროს თანახმად, ეს იყო პასუხი უკრაინის ტერიტორიიდან ამერიკული და ბრიტანული რაკეტებით(ATACMS და Storm Shadow) როსტოვის ოლქში მდებარე კამენსკის ქიმიურ კომბინატზე 18 დეკემბერს განხორციელებულ შეტევაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით „ჯგუფური დარტყმა მიაყენეს“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მართვის პუნქტს... Читать дальше...

„საქსტატი“ მოსახლეობის აღწერის ვადებს ახანგრძლივებს

Radiotavisupleba.ge 

მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ვადები ხანგრძლივდება. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა კითხვარის შევსებაზე, ნაწილთან კომუნიკაცია კი უხვი ნალექის გამო ვერ მოხერხდა.

ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ ხვდება

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, კიდევ ერთხელ ხვდება. მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შეხვედრა ამ წუთებში იმართება.

ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე არ შეიძლება - ამირან გამყრელიძე

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საყოველთაო შეკრების ადგილებში ნიღბების აკრძალვა, მით უმეტეს, ზამთარში, გრიპის და ეპიდაფეთქებების გათვალისწინებით, არ შეიძლება. „ეს [ნიღბების აკრძალვა დემონსტრაციებზე] არ შეიძლება, მით უმეტეს, ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 19 დეკემბერს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. Читать дальше...

Новости России
Москва

Консультация юриста в Сургуте


კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 20 დეკემბერს, დილით რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევებმა ხანძრები გამოიწვია ქალაქის ოთხ რაიონში. კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, საოფისე შენობები და გაზსადენი. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერგი პოპკოს განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა კიევს სავარაუდოდ, აერობალისტიკური რაკეტებით... Читать дальше...

სანქცირების შემდეგ კობახიძემ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სანქციების დაწესების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ვიცე-პრემიერად დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბრძანებას ხელი დღეს, 20 დეკემბერს, მოეწერა.

ზელენსკიმ ევროკავშირს ივანიშვილზე ზეწოლისკენ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, არ დაუშვას საქართველოსთვის ევროპული მომავლის წართმევა. როგორც გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ წერს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საქართველოში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი მაფია მუშაობს, რათა ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს“ და ევროპული გზიდან გადაიყვანოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა ზეწოლისკენ, განსაკუთრებით ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე, რათა... Читать дальше...

"დილის საუბრები განათლებაზე": მშობლები და შვილები საქართველოს მომავალზე

Radiotavisupleba.ge 

20 დეკემბერს ვილაპარაკეთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე მშობლებისა და ახალგაზრდების დამოკიდებულების განმაპირობებელ მიზეზებზე. სტუმრები: 1. მეგი კავთუაშვილი, „მშობლები განათლებისთვის“ ხელმძღვანელი ; 2. ნიკოლოზ ჯაფარიძე, აჯიბადემის უნივერსიტეტის, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი.

კიბერშეტევის შედეგად პარალიზებულია უკრაინის სახელმწიფო რეესტრის სისტემა

Radiotavisupleba.ge 

კიბერთავდასხმის შედეგად მუშაობა დროებით შეწყვიტა უკრაინის სახელმწიფო და ერთიანი რეესტრის სისტემამ. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ოლგა სტეფანიშინამ ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბურ კიბერშეტევაში რუსეთი დაადანაშაულა. სისტემა 19 დეკემბერს, ღამით გაითიშა და მის აღდგენას, სავარაუდოდ, ორი კვირა დასჭირდება. სტეფანიშინას განცხადებით, რუსი ჰაკერების მიერ ორგანიზებული თავდასხმის მიზანი იყო უკრაინის ძირითადი სახელმწიფო სერვისების ფუნქციონირების დარღვევა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Павлюченкова

Павлюченкова проиграла Вондроушовой на старте турнира в Аделаиде






От обычного парня в популярного блогера-миллионника.

Жажда крови. Самые жестокие маньяки, которые орудовали в Москве

«Рифма Победы». Редакция «АиФ» объявляет новый конкурс среди читателей

Росреестр опроверг утечку данных ЕГРН после сообщений о хакерской атаке