Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26
27
28
29
30
31

Новости за 24.12.2024

რუსეთის მუსლიმთა საბჭომ მრავალცოლიანობის შესახებ ფატვა უკან წაიღო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს ღვთისმეტყველთა საბჭომ უკან წაიღო მრავალცოლიანობის შესახებ გასულ კვირაში გამოცემული ფატვა. ფატვა ეხებოდა რუსეთში მცხოვრებ მუსლიმან კაცთა უფლებას, ერთდროულად რამდენიმე ქორწინებაში ყოფილიყვნენ. მუსლიმებს ფატვის უკან წაღება მოუხდათ მას მერე, რაც რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს, რავილ გაინუტდინს, მიმართა, აღკვეთილიყო კანონდარღვევა. საბჭოს თავმჯდომარემ, შამილ ალიაუტლინოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ფატვის უკან წაღების მიზეზი იყო... Читать дальше...

მოლდოვაში გაიმართა სანდუს პრეზიდენტად ინაუგურაციის ცერემონია

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვაში გაიმართა პროდასავლელი პრეზიდენტის, მაია სანდუს მეორე ვადით ინაუგურაციის ცერემონია. სანდუს პრეზიდენტად არჩევას ანალიტიკოსები მიიჩნევენ მნიშვნელოვან მოვლენად ევროპის ამ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. სანდუმ გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში დაამარცხა პრორუსულად განწყობილი ოპონენტი, ალექსანდრ სტოიანოგლო. მაია სანდუს განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, უწინ ის მსოფლიო ბანკის თანამშრომელი იყო. მოლდოვის დასავლელი პარტნიორები მის გამარჯვებას მიესალმნენ... Читать дальше...

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ თბილისის ბიუჯეტი დაამტკიცა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ, ოპოზიციიდან არავინ.

ზელენსკი: უკრაინა მხარს უჭერს სირიის სტაბილურობას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დაინტერესებულია სირიაში ვითარების სტაბილურობით და სწამს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია იქიდან რუსეთის ძალების გასვლა. "მადლობელი ვართ ყველა ქვეყნის და ყველა ლიდერის, ვინც ახლა მზადაა, სირიის საზოგადოებას დაეხმაროს ნორმალური ცხოვრების აღდგენასა და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში", - წერს ზელენსკი პლატფორმაზე X-ზე 23 დეკემბერს და პირობას დებს, რომ სირიას მხარდაჭერას აღმოუჩენს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. "მზად ვართ... Читать дальше...

ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა თურქეთში, სამხედრო დანიშნულების ქარხანაში აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა თურქეთის დასავლეთში მდებარე ბალიკესირის პროვინციაში, ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში დღეს, 24 დეკემბერს, მომხდარი აფეთქების შედეგად. თურქეთის მედიასაშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საამქროში, სადაც კაფსულები მზადდებოდა. აფეთქებამ შენობის ნგრევა გამოიწვია. ტელეკომპანია CNN Türk-ის ინფორმაციით, ხელისუფლება დივერსიას გამორიცხავს და ძირითად ვერსიად ტექნიკურ პრობლემას განიხილავს.

გახშირდა სკოლის „მჩაგვრელების“ მსგავსი ლექსიკა მოგონილი „ამერიკელი ბუების“ წინააღმდეგ - აშშ-ის საელჩო ბაქოში

Radiotavisupleba.ge 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და შეერთებული შტატების საელჩო აზერბაიჯანში აგრძელებენ სოციალურ ქსელებში დაპირისპირებას. „ამ ბოლო დროს გახშირდა სკოლის ეზოს „მჩაგვრელების“ [„ბულიების“]  მსგავსი ლექსიკა მოგონილი „ამერიკელი ბუების“ [ბუა - მოჩვენებითი არსება] წინააღმდეგ“, - წერს აშშ-ის საელჩო აზერბაიჯანში და პროსახელისუფლებო ტელევიზია AZTV-ს აკრიტიკებს. „ამ თვეში ამით გამოირჩეოდა AZTV-ის გადაცემა „კვირა“ (Hefta), სადაც ლიდერობდა სიტყვები „ღია შანტაჟი“ და „ლაჩრობა“. „[ყურადღების გადატანის] მშვენიერი მცდელობაა! Читать дальше...

პოლიციამ შსს-ს სახელით თანხის გამოძალვის ბრალდებით რამდენიმე ადამიანი დააკავა

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ თბილისში, ბათუმსა და მცხეთა-მთიანეთში მოსამართლის განჩინებით ოთხი ადამიანი დააკავა. გამოძიების ცნობით, დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყების სახელით მოქალაქეებს უკავშირდებოდნენ და ქრთამს იღებდნენ.

HRW: თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ქმედებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი მოითხოვს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. ორგანიზაციის მიერ დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება, პოლიციამ თბილისში უხეშ ძალადობას მიმართა ძირითადად მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. Читать дальше...



"დილის საუბრები ეკონომიკაზე": პოლიტიკური კრიზისი და ბიზნესი არჩევანის წინაშე

Radiotavisupleba.ge 

24 დეკემბერს ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ბიზნესის არჩევანზე - რა ფაქტორები განაპირობებს ცალკეული ბიზნესის მოლოდინსა და პოზიციას? ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი.

ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა

Radiotavisupleba.ge 

ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში ჩაიძირა რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, რომელიც, სავარაუდოდ, სირიისკენ მიემართებოდა, რუსული სამხედრო ბაზიდან პერსონალის და ტექნიკის ევაკუაციის მიზნით. გემის ჩაძირვის შესახებ ესპანეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით დღეს, 24 დეკემბერს, წერს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედიაზონა“. გემი ესპანეთის ქალაქ აგილესსა და ალჟირის ქალაქ ორანს შორის საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა. ესპანური გამოცემა La Verdad-ის ინფორმაციით, მაშველებმა 14 მეზღვაური კარტახენის პორტში გადაიყვანეს. Читать дальше...

ზელენსკის ცნობით, კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი სამხედრო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი სამხედროების დანაკარგი 3000-ს აჭარბებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით, 23 დეკემბერს, საღამოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია 3000-ზე მეტი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი. ზელენსკის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, სამხრეთ კორეის მედიასაშუალებები დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ კურსკის ოლქში მოკლული და დაჭრილია დაახლოებით 1100 ჩრდილოკორეელი სამხედრო. Читать дальше...

უკრაინულმა დრონებმა, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო აეროდრომ „მილეროვოს" შეუტიეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ დრონებით შეუტია რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ მილეროვოსთან მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებიან. მილეროვოს რაიონში აფეთქებები 23 დეკემბერს, ღამით, იყო. რუსეთის როსტოვის ოლქი უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებს ესაზღვრება. როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლიუსარმა მილეროვოს რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა დაადასტურა. ამასთან, ტელეგრამით გამოქვეყნებულ ცნობებში ის არ ახსენებს სამხედრო აეროდრომს. პირველი ინფორმაცია... Читать дальше...

გამოცხადდა საფრანგეთის წელს უკვე მეოთხე მთავრობის შემადგენლობა

Radiotavisupleba.ge 

პარიზში, ელისეს სასახლეში გამოაცხადეს ახალი მთავრობის შემადგენლობა, რომელიც შექმნა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ. ეს მინისტრთა უკვე მეოთხე კაბინეტია წელს. წინა მთავრობა დაითხოვს მას მერე, რაც პარლამენტმა 4 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა მიშელ ბარნიეს მთავრობას. ბარნიეს მთავრობამ სამი თვე იმუშავა. იგი დაითხოვს მას მერე, რაც პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღო 2025 წლის სოციალური დაზღვევის შესახებ კანონი. ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნა შვიდმა მინისტრმა, მათ შორის თავდაცვის - სებასტიან... Читать дальше...

ისრაელმა აღიარა, რომ თეირანში მან მოკლა ჰამასის ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 23 დეკემბერს აღიარა, რომ ისრაელმა მოკლა ჰამასის (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული) ყოფილი ლიდერი ისმაილ ჰანიე. კაცმა მუქარა გამოთქვა, რომ “თავს წააცლის” იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების ხელმძღვანელობას. „ჰუსიტებს მძლავრად დავარტყამთ... და თავს წავაცლით მათ ხელმძღვანელობას - ისევე როგორც ეს გავაკეთეთ ჰანიეს, სინვარისა და ნასრალას შემთხვევაში თეირანში, ღაზასა და ლიბანში, ასევე ვიზამთ ჰოდეიტსა და სანაში“, - თქვა კაცმა. მისი გამოსვლა ისრაელის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Юлия Путинцева

Путинцева откровенно высказалась о России






Аршавин: я всегда хотел быть президентом «Зенита»

ЦСКА — СКА — 6:5. Видеообзор матча КХЛ

Постное меню на Новый год: диетолог Рау предлагает вкусные и простые блюда

Саммит глав стран СНГ в Москве прошел без Пашиняна и Алиева