Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

ირმა და NATO

0
ირმა და NATO

იცით, რამდენი სიღრმისეული გამოკვლევა არსებობს საქართველოში NATO-ს შესახებ? „არც ერთი!“ - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) აღმასრულებელმა დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა. მისი შეფასებით, გამოკვლევის არარსებობა არის ჩავარდნა და ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლებაში მუდმივად უნდა მუშაობდნენ; თუ მასში სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტული წრეები მიიღებენ მონაწილეობას, უკეთესია, ხოლო თუ ასე არაა, ვაკუუმს სხვა შეავსებს.

პაატა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში - „Now What?“

10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში“ მშვიდ ვითარებაში მიმდინარე კონფერენციაში დისონანსი  შეიტანა ირმა ინაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე კონფერენციაზე ირმა ინაშვილის და მასთან ერთად, მედიაკავშირ „ობიექტივის“ თანამშრომლის გამოჩენას წინ უძღოდა NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის კომენტარის გამოქვეყნება IPN-ზე, რომელსაც არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში კი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს: „თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მე-5 მუხლი, რომელიც NATO-სგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია - როგორ შეიძლება ამის მოგვარება?

ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იმავე კითხვას“.

მოგვიანებით ირმა ინაშვილმაც აღნიშნა, რომ რასმუსენის განცხადების შეფასებისგან თავს შეიკავებდა, თუმცა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ისაუბრა „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის 2018 წლის მოხსენების შესახებ.

ირმა ინაშვილმა სრულიად დამახინჯებულად გადმოსცა ლუკ კოფის მოსაზრება.

„იყო ასეთი ექსპერტი ლუკ კოფი, რომელიც ყველას გახსოვთ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, ზუსტად იგივე პლატფორმაზე ლაპარაკობდა - შევიდეთ NATO-ში სოხუმის და ცხინვალის გარეშე“, - თქვა 10 სექტემბერს ირმა ინაშვილმა.

 

ლუკ კოფის ხედვა

საპირისპიროს საუბრობდა 2018 წლის 8 თებერვალს თბილისში ღონისძიებაზე მყოფი ლუკ კოფი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მის რეკომენდაციებზე კულუარებში უნდა იმუშაონ საქართველოს მთავრობამ, დიპლომატებმა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. „მინდა კარგად გასაგები იყოს, რომ ჩემს მოხსენებაში არ ვამბობ, რომ საქართველომ, NATO-მ, აშშ-მა უარი უნდა თქვან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. ამას სულაც არ ვამბობ“, - აღნიშნავდა ლუკ კოფი.

ლუკ კოფის წინადადება ასეთია: ვინაიდან საქართველოს გაცხადებული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის გამოუყენებლობის შესახებ, აღარ არის საჭირო ამ ორ რეგიონზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე] ალიანსის წესდებით გათვალისწინებული მე-5 მუხლის [მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა NATO-ს ერთ რომელიმე წევრ სახელმწიფოზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე და ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას] გავრცელება. ასე რომ, ლუკ კოფის შემოთავაზებით, საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უნდა მიიღონ NATO-ში, მაგრამ მე-5 მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების გარანტია არ უნდა გავრცელდეს ორ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვიდრე კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო NATO-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად. როგორც სესიაშვილი ამბობს, ქვეყნის გაცხადებული ამოცანაა, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობიანი, დიპლომატიური გზით მოხდეს.

პაატა გაფრინდაშვილის თქმით, ხელისუფლება, რომელსაც აქვს ამბიცია და გაცხადებული მიზანი, რომ NATO-ს წევრი გახდეს, მუდმივად უნდა მუშაობდეს სხვადასხვა სცენარზე. ეს არის ჩვეულებრივი დისკუსიის საგანი, რომელიც უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის მთავრობის შიგნით, თუმცა უსაფრთხოების საბჭოს შექმნის დღიდან ჯერ არც ერთი საკითხის შესახებ სხდომა არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება ლუკ კოფის წინადადებას, როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, სხვადასხვა პრეცედენტი არსებობს, როდესაც მე-5 მუხლს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ავრცელებენ.

როგორც გაფრინდაშვილი აღნიშნავს, თუ ასეთ შემთხვევაში საქართველო NATO-ს წევრი გახდება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე გახდება ალიანსის წევრი, არამედ, უბრალოდ, დათქმა იქნება, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიებზე ერთი კონკრეტული მუხლი დროებით არ გავრცელდება.

„უკრაინისგან განსხვავებით საქართველოს უკვე გამოცხადებული აქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს ძალის გამოყენებით არ დაიბრუნებს და ეს იძლევა უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული პოზიცია“, - ამბობს ის.

გაფრინდაშვილის შეფასებით, ეს არათუ ხელისშემშლელი, არამედ ხელშემწყობია. „მაგალითად, დასავლეთი გერმანია სწორედ, ასე გახდა NATO-ს წევრი, რამაც სხვა მოვლენებთან ერთად, საბოლოოდ ხელი შეუწყო გერმანიის გაერთიანებას“, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი.

გაფრინდაშვილის შეფასებით, ინაშვილის განცხადება არის მტკნარი სიცრუე და იაფფასიანი პროპაგანდა. თუმცა მისი თქმით, საფრთხეს წარმოადგენს რუსული ნარატივის გაგრძელება, რითაც საქართველოს მოსახლეობის მოწყვლად ნაწილზე მანიპულირებას ცდილობდნენ.

„ინაშვილი, რომელიც პროპუტინისტურ ძალას წარმოდგენს, ცდილობს ბოსებს აჩვენოს: „აქ ვარ და ვმუშაობ“, - ამბობს პაატა გაფრინდაშვილი. მისი შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან, რაციონალური, სწორი მიდგომის შემთხვევაში ასეთმა გამოხდომებმა მეტი ბიძგი უნდა მისცეს რაციონალურ დისკუსიას ქვეყნის შიგნით და საქართველოს მოქალაქეებისადმი პოზიციის სწორ მიწოდებას.

„ლუკ კოფის მხრიდან შემოთავაზებულია, რომ, ხალხო, ცივილიზებულად დასხედით და სერიოზულ თემაზე სერიოზულად ისაუბრეთ და თუკი შეთანხმდებით, ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი ხელშემწყობი NATO-ში ჩვენი გაწევრების გზაზე“, - თქვა გაფრინდაშვილმა.

 

ირმა ინაშვილი ბოკერიას წინააღმდეგ

„არ ვიცოდი, ვინ იყო ეს ხალხი. ვიღაცამ, ვისაც მიკროფონი ეჭირა, უხეშად შეუშალა ხელი კონფერენციის მსვლელობას. ვიფიქრე, თუ ვითარებას არ დავაშოშმინებდი, კონფერენცია ვერ გაგრძელდებოდა“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა.  მას მწვავე რეაქცია ჰქონდა  "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა" და „მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ირმა ინაშვილის შესვლით გამოწვეულ ჩოჩქოლზე.

ინაშვილი უკმაყოფილი იყო იმით, რომ კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ საუბრობდნენ და როგორც თავად აღნიშნა, პარტიის წარმომადგენელთა ციტატები დამახინჯებულად წარმოადგინეს. „ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და ცილის მწამებელს“, - თქვა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილს პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია გამოეხმაურა. „რაც შეეხება ირმა ინაშვილის საქციელს, ასეთი პოლიტიკური ველურები, როგორიც ქალბატონი ირმა და მისი გუნდი არიან, ყველა ნორმალურ ქვეყანაშიც არსებობენ. ჩვენი პრობლემაა არა ის, რომ ირმა ინაშვილი ასეთია, არამედ ის, რომ ის დღეს ღიად წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს. "ქართული ოცნების" სპიკერია, ამას ყველა ვხედავთ არჩევნებზეც, მოსმენაზეც. ანუ, ეს არის ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი სახე გიორგი გახარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად“, - ამბობს ბოკერია „ინტერპრესნიუსთან” საუბარში. მისი შეფასებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები პუტინის კლასიკურ პროპაგანდას ეწევიან, რომ თითქოს NATO-ში საქართველოს გაწევრება ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონზე უარის თქმას.

საბოლოოდ, ირმა ინაშვილი კონფერენციას დაესწრო  NATO-ს გაფართოების თემაზე გამართულ დისკუსიასაც და კითხვაც დასვა. ამასთან, ინაშვილმა დევიდ კრამერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Повышенный режим готовности введён: Лето запомнится надолго десятку городов

Состоялась церемония вручения премии Men Today Trends

В Воскресенске росгвардейцы задержали гражданку, находящуюся в федеральном розыске

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 240,5 тыс. детей в Московской области получают единое пособие


Аромат романса и романтика слова – звезды оперной сцены представили I Международный фестиваль «Мир классического романса»

Деликатес в чаше: всего по чуть-чуть

"Интеррос", "Атомайз", Эрмитаж и Т-Банк готовят второй этап проекта «Цифровое искусство»

Регистрация на Международную выставку FASHION STYLE RUSSIA ОТКРЫТА!


Cubs Suffer Another Devastating Injury to Starting Rotation

Why does former Man Utd striker Memphis Depay wear a headband and what is written on the Dutch footballer’s headgear?

Chelsea enter Conference League despite speculation they could snub Uefa competition after facing tough financial rules

Chelsea PULL OUT of Alexander Isak transfer race in move which could come at a huge cost to Everton


Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 240,5 тыс. детей в Московской области получают единое пособие

Врач рассказал об опасности заражения кишечной инфекцией при употреблении суши

"Интеррос", "Атомайз", Эрмитаж и Т-Банк готовят второй этап проекта «Цифровое искусство»

Военные следователи провели рейд по бывшим мигрантам в Феодосии


All Destiny 2 Prismatic fragment locations

Для Dark and Darker Mobile проходит короткий бета-тест на iOS и Android

After three hours of attempts, Elden Ring folk hero Let Me Solo Her has beaten Shadow of the Erdtree's final boss⁠: 'Holy crap, I am shaking'

'I absolutely suck at video games': Hidetaka Miyazaki discusses how he prepped for Elden Ring: Shadow of the Erdtree


Робота водієм у Таксі 571 (Київ)


В Москве на музыкальном фестивале представят "Тамбовскую казначейшу"

Внешний вид Хрома испортили. Как вернуть?

Как машиностроители оптимизируют сроки отключения горячей воды

Mos.ru: движение на ряде улиц в центре Москвы закроют из-за велогонки La Strada




Поссорить Москву и Пекин. Германия начала шантажировать Китай

Пустышка вместо вакцины: Расследование ФСБ. Русская вакцина для армии оказалась фейком?

МЧС: в Сахалинской области объявили экстренное предупреждение из-за циклона

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: что делать, если вас ужалила медуза


Всех, у кого нет своего жилья, предупредили: с 1 июля ипотека станет «роскошью»

«Пикник Победы» для семей участников СВО провели в Химках

В России побиты три десятка суточных рекордов максимальной температуры воздуха

Главный энергетик "Норильскавтодора" стал фигурантом уголовного дела о взятке


Медведев проиграл Джоковичу на выставочном турнире перед Уимблдоном

Российские теннисисты Хачанов и Самсонова отказались от участия в ОИ‑2024

WTA "кинул" Рыбакину и Швентек

Елена Рыбакина и Юлия Путинцева узнали соперниц на старте Уимблдона-2024


Генерал Татьяна Шевцова: После слухов об отставке пришло подтверждение, а теперь инсайдеры говорят о побеге

Дочь Началовой выбрала профессию

Лидер турецкой оппозиции приедет в Москву для встречи с Путиным

Вырвав Аргентину из рук БРИКС США переиграли сами себя


Музыкальные новости

Рэпер Элджей напал на журналиста после вопроса о долгах Насти Ивлеевой

Клип Моргенштерна* запретят за «неуважение к церкви»? Рэпер ответил обидчикам

Певец Шаляпин пообещал сдать в детдом ребенка от балерины Волочковой

С Земфиры* суд взыскал долги за коммуналку



Как машиностроители оптимизируют сроки отключения горячей воды

Повышенный режим готовности введён: Лето запомнится надолго десятку городов

Mos.ru: движение на ряде улиц в центре Москвы закроют из-за велогонки La Strada

В Москве на музыкальном фестивале представят "Тамбовскую казначейшу"


Состоялась церемония вручения премии Men Today Trends

Молодежное первенство. "Локомотив" проиграл в дерби, а "Зенит" уступил в Грозном.

«Магнит» и Everland запускают социальную программу для молодых людей с инвалидностью в 10 регионах

Работники Улан-Удэнского ЛВРЗ высадили деревья в честь полувекового юбилея БАМ


Два автомобиля столкнулись на внешней стороне МКАД

Собаку заперли в машине на 30-градусной жаре на западе Москвы

Источник 360.ru: пожар затронул три квартиры в многоэтажке на Алтуфьевском шоссе

Несколько автомобилей столкнулись на Лужнецкой эстакаде 


За рубежом отреагировали на заявление президента Путина по РСМД

Песков: подаренные Ким Чен Ыном Путину собаки проходят адаптацию в Москве

Песков рассказал, где будут жить собаки, подаренные Путину Ким Чен Ыном

Лидер турецкой оппозиции планирует встретиться с Путиным





«Болезнь цивилизации»: эндокринолог Терушкин рассказал о синдроме хронической усталости

Пострадавшего от нападения собак ребёнка из лагеря «Арахлей» перевезут в клинику Рошаля

Собянин: Новая поликлиника в Филимонковском районе откроется в этом году

«Раньше не выявлялась»: в Москве у донора обнаружили новую группу крови


Нариман Джелял переехал из сибирской тюрьмы в Киев

В Киеве переполох: Зеленский ищет способы слиться из-за фиаско Байдена на дебатах с Трампом


Певец Крид заявил, что бывшие сделали его сильнее

Mos.ru: движение на ряде улиц в центре Москвы закроют из-за велогонки La Strada

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес

Германия и Дания объявили составы на матч плей-офф Евро-2024


Лукашенко обратился к лидеру Туркменистана



Собянин назвал победителей профессионального конкурса среди водителей автобусов

Собянин: Новая поликлиника в Филимонковском районе откроется в этом году

Сергей Собянин. Главное за день

Сергей Собянин подвел итоги конкурса «Лидеры цифровой трансформации»


Синоптик Леус: на Москву надвигается жара до +34 градусов

Аномальная жара ожидается в Москве в первые дни июля

Европа вздохнула, Индийский океан зажёгся: Новая газовая стратегия Москвы и Тегерана

Многие краснодарцы к 25 годам имеют несколько высших образований, семью и бизнес


Всех, у кого нет своего жилья, предупредили: с 1 июля ипотека станет «роскошью»

В России побиты три десятка суточных рекордов максимальной температуры воздуха

Дочь Началовой выбрала профессию

Режим работы перехода «Парка культуры» на Кольцевой линии изменится с 1 июля


АО «Транснефть - Север» выпустило молодь атлантического лосося в реку в Архангельской области

Портативный ТСД корпоративного класса Saotron RT-T70

АО «Транснефть - Север» выпустило молодь атлантического лосося в реку в Архангельской области

Архангельская область войдет в федеральный историко-культурный туристический проект «Императорский маршрут»


В Крыму за сутки зафиксировали 10 пожаров на открытых территориях

Войны древних славян с греками

Удивительно, но факт: в Симферополе снять квартиру дороже, чем в Севастополе

Севастополь в числе регионов с рекордными ценами на новостройки, Симферополь немного отстаёт


Велозаезд провели на Крылатских холмах в столице

Лидер турецкой оппозиции приедет в Москву для встречи с Путиным

Дочь Началовой выбрала профессию

Всех, у кого нет своего жилья, предупредили: с 1 июля ипотека станет «роскошью»












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Браво, Даша и Диана! Российские теннисистки одновременно выиграли турниры в Англии и Германии за два дня до Уимблдона






В России побиты три десятка суточных рекордов максимальной температуры воздуха

Андрей Рэмович, не мешайте нам с мамой ловить крабов, иначе пожалуемся ВВП

Всех, у кого нет своего жилья, предупредили: с 1 июля ипотека станет «роскошью»

Декан Виноградов: пенсии увеличат с 1 июля для трех категорий