Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

„უპრეცედენტო თავდასხმის“ ექო

0
„უპრეცედენტო თავდასხმის“ ექო

კობა ლიკლიკაძე

 

აშშ ირანს აკისრებს პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე14 სექტემბერს დრონებით განხორციელებულ იერიშებზე, რამაც საერთაშორისო პოლიტიკაში დეტონატორის როლი შეასრულა და ნედლი ნავთობის მიწოდების მხრივუდიდესი შეფერხება გამოიწვია მსოფლიოში.

 

შაბათს ცნობილი გახდა, რომ, ნავთობგადამამუშავებელ კომპანია „ამარკოს“ (Aramco) ორ ქარხანაზე ჯერ კიდევ გათენებამდე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად, დღე-ღამეში 5 მილიონი ბარელით შემცირდა ნავთობის მოპოვება.

 

საუდის არაბეთის ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა აიღეს იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა, ჰუთიტმა მეამბოხეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ იერიშში მონაწილეობდა 10 უპილოტო აპარატი. მაგრამ მსოფლიო მედიაში გაჩნდა აზრი, რომ თავდასხმა ირანის ან პროირანული ძალების მიერ იყო ორგანიზებული.

 

ბრალდების უფრო კონკრეტული ადრესატი ჰყავს ვაშინგტონს. აშშ-ის ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ 14 სექტემბრის თავდასხმის უკან დგას სწორედ ირანი და არა იემენში მოქმედი ჰუთიტი მეამბოხეების ჯგუფი.

 

„ირანმა განახორციელა უპრეცედენტო თავდასხმა ნავთობის მსოფლიო მომარაგებაზე“, - არაორაზროვნად აღნიშნა შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.

 

მაგრამ ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.

 

 „ვგმობთ ამ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და მიუღებელ განცხადებებს“, - განაცხადა 16 სექტემბერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ, სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლის დროს.

არაერთგვაროვანი საერთაშორისო რეაქცია

გამოძიება გრძელდება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე იერიშის დროს გამოყენებული იარაღი ირანისგან არის მიწოდებული.

ტურკი ალ- მალიკი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მომხდარიდან მეორე დღეს, 15 სექტემბერს, თქვა, რომ აშშ მზად არის პასუხი გასცეს მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმას.

 

„საუდის არაბეთის ნავთობის რესურსებზე განხორციელდა თავდასხმა. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვიცით, ვინ არის დამნაშავე, მზად ვართ ვიმოქმედოთ მტკიცებულებების კვალობაზე, მაგრამ ველოდებით გავიგოთ საუდის არაბეთის სამეფოსგან, თუ ვინ არის, მათი აზრით, ამ თავდასხმის მიზეზი და რა პირობებით უნდა ვიმოქმედოთ“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტრამპმა

 

 

ვაშინგტონისგან განსხვავებით, რომელმაც სწრაფად გაიშვირა თითი სავარაუდო დამნაშავისკენ, სხვა ქვეყნები თავშეკავებულ განცხადებებს აკეთებენ მანამ, სანამ მეტი ნათელი არ მოეფინება პირველად ინფორმაციას დრონებით განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შესახებ.

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა, თავდასხმა შეაფასა როგორც „საერთაშორისო სამართლის ნორმების უაზრო დარღვევა“, მაგრამ დასძინა, რომ „არ არის ბოლომდე ცხადი სურათი, თუ ვის ეკისრება მასზე პასუხისმგებლობა“.

 

ანალოგიურად, ჩინეთიც აცხადებს, რომ არ არის პასუხისმგებლიანი ნაბიჯი სხვების დადანაშაულება, „დამაჯერებელი მტკიცებულებებისა და სრულყოფილი გამოძიების“ გარეშე.

პანიკა საერთაშორისო ბაზარზე

თეირანი დგას საუდის არაბეთზე განხორციელებული თითქმის 100 თავდასხმის უკან, ეს მაშინ, როდესაც როჰანი [ირანის პრეზიდენტი] და ზარიფი [ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი] თავს იკატუნებენ, რომ ისინი დიპლომატიით არიან დაკავებული.

მაიკ პომპეო

საუდის არაბეთის ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით 15 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმის გამო, მსოფლიო ბაზარს დააკლდა ნედლი ნავთობის, დაახლოებით, 5 %, დღეში, დაახლოებით, 5,7 მილიონი ბარელი.

 

ბირჟებზე 16 სექტემბრს გამართულ ვაჭრობაზე ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 10 %-ით გაიზარდა, ბარელზე 66,33 $-მდე, ხოლო ტეხასის „West Texas Intermediat“-ის მარკის ნავთის ფასი 15 %-ით გაიზარდა და შეადგინა 63.34$.

 

საერთაშორისო ბაზრებზე პანიკის თავიდან აცილებისა და ნავთობზე ფასების ზრდის მოთოკვის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განკარგულება გასცა გამოიყენონ ნავთობი სტრატეგიული რეზერვებიდან, ბაზრის მომარაგებისთვის საკმარისი მოცულობით.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს რეზერვში აქვს, დაახლოებით, 630 მილიონი ბარელი ნავთობი, რომლის ნაწილსაც წინა პრეზიდენტები ასევე იყენებდნენ კრიზისულ ვითარებაში, საწვავზე ფასის გაზრდის საშიშროების დროს.

 

საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაზიანებული ნავთობის მოპოვების მესამედი 16 სექტემბერიდან მწყობრში შევა.

ირანი საპასუხო ზომებით იმუქრება

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანიდან 2000 კილომეტრის დაშორებით მდებარე ყველა ამერიკული ბაზა და მისი ავიამზიდი ჩვენი რაკეტების წვდომის ფარგლებში იმყოფება

ამირალი გაჯიზადე

როდესაც თეირანისკენ იშვერენ თითს, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მიმართულება, საიდანაც განხორციელდა თავდასხმა, მიუთითებს იმაზე, რომ ინციდენტის უკან დგას ირანი. ხოლო იერიში, შესაძლოა, განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების და არა უპილოტო მფრინავი ობიექტების გამოყენებით, როგორც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტი მეამბოხეები აცხადებენ.

 

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომ დრონებით იერიშები იემენის ტერიტორიიდან განხოციელბულიყოს.

მაიკ პომპეომ ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი, და საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი „ყალბი დიპლომატიური“ მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა.

 

„თეირანი დგას საუდის არაბეთზე განხორციელებული თითქმის 100 თავდასხმის უკან, ეს მაშინ, როდესაც როჰანი [ირანის პრეზიდენტი] და ზარიფი [ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი] თავს იკატუნებენ, რომ ისინი დიპლომატიით არიან დაკავებული“, - დაწერა ტვიტერში მაიკ პომპეომ.

 

 

ირანის კვალს ხედავს შაბათის იერიშში იემენელი ჰუთიტი მეამბოხეების წინააღმდეგ საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიციაც.

 

„გამოძიება გრძელდება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე იერიშის დროს გამოყენებული იარაღი ირანისგან არის მიწოდებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს 16 სექტემბერს კოალიციის წარმომადგენელმა ტურკი ალ- მალიკიმ, რომელმაც დასძინა, რომ გამოძიება სწავლობს, „საიდან განხორციელდა იერიში“.

 

როგორც ზემოთ ითქვა, თეირანმა უარყო აშშ-ის ბრალდება და, მუქარის პასუხად, გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ირანულ რაკეტებს შეუძლიათ მისწვდნენ რეგიონში განლაგებულ აშშ-ის სახმელეთო ჯარსა და სამხედრო-საზღვაო ძალებს.

 

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ირანიდან 2000 კილომეტრის დაშორებით მდებარე ყველა ამერიკული ბაზა და მისი ავიამზიდი ჩვენი რაკეტების წვდომის ფარგლებში იმყოფება", - მოჰყავს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის სარდლის, ამირალ გაჯიზადეს, სიტყვები ირანის ნახევრად ოფიციალურ სააგენტო „ტასიმს“.

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ, განაცხადა, რომ თეირანი მზად არის კიდევ უფრო შეამციროს თავის მიერ ბირთვული პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება.

 

როგორც ცნობილია, ირანმა უკვე გამოაცხადა თავისი ვალდებულებების სამ ეტაპად შემცირების თაობაზე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა დატოვა ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული საერთშორისო შეთანხმება და კვლავ შემოიღო მკაცრი ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ.

 

"ვალდებულებების შემცირების პროცესის მესამე ეტაპი გრძელდება და მიმდინარეობს მზადება მეოთხე ეტაპისათვის“, - განაცხადა მუსავიმ.

 

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე იერიში განხორციელდა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე.

 

იუწყებიან, რომ, მიუხედავად მზარდი საერთაშორისო დაძაბულობისა, თეთრმა სახლმა კარი ღია დატოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჰასან როჰანის შესაძლო შეხვედრისათვის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეაზე, რომელიც 17 სექტემბერს იწყება.

 

მაგრამ ამ ვარაუდს არ იზიარებს ირანი. „ჩვენ ამგვარ შეხვედრას არ ვგეგმავდით და საეჭვოა, რომ ნიუ-იორკში იგი შედგეს“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ.

 

2015 წლის მარტიდან მოყოლებული, საუდის არაბეთის ლიდერობით მოქმედი კოალიცია ბრძოლას აწარმოებს ჰუთიტი მეამბოხეების წინააღმდეგ. ირანთან დაკავშირებული შიიტური დაჯგუფების კონტროლის ქვეშ იმყოფება იემენის დედაქალქი სანა და ამ ყველაზე ღარიბი არაბული ქვეყნის სხვა ტერიტორიებიც.

 

მრავალი წელია, სამხედრო კონფლიქტის მოგვარება ვერ ხერხდება, საერთაშორისო კოალიციის თანახმად, სწორედ ირანის პოზიციის გამო, რომელიც ყოველმხრივ უჭერს მხარს ჰუთიტი მეამბოხეების ბრძოლას.

 

14 სექტემბრის საჰაერო იერიში მოწმობს, რომ ჰუთიტი მეამბოხეების შეიარაღებაში ჩნდება სულ უფრო მეტი თანამედროვე შეიარაღება - ბალისტიკური რაკეტებით დაწყებული და უპილოტო აპარატებით დამთავრებული. მსგავსი შეიარაღება, დასავლური მედიის თანახმად, რეალურ საფრთხეს უქმნის ნედლი ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნის, საუდის არაბეთის, ნავთობგადამამუშავებელ პოტენციალს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".


Секрет долгожителей Азии раскрыт: гастроэнтеролог Садыков рассказал о пользе красного риса

Глава Реутова проверил содержание территории города

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

VK Fest 2024: Музыка и Развлечения на Открытых Площадках России


When Narine asked Gambhir 'can I bring my girlfriend to IPL?'

Where to find Real Madrid vs Dortmund on US TV: June 1, 2024

Inside the mad Fenerbahce world Jose Mourinho is entering with rioting fans, players walking off and notorious hooligans

Brentford B and Tiverton Town Friendlies Announced


Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?

Торжественное возложение цветов к памятному знаку «Юным героям — партизанам и подпольщикам» в Феодосии

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву


Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Четвёртое дополнение Age of Wonders 4: Eldritch Realms завершит первый цикл поддержки игры

Лучшие Эхо в Wuthering Waves — соберите самую мощную сборку

Началась предрегистрация на Command & Conquer: Legions — релиз в конце 2024 года



Список самых популярных товаров нашего маркетплейса Bazosmarket

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".

Как подобрать запчасти на китайские авто?




Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов

Летом 2024 года наступит настоящая зима: погода преподнесет нам неприятный сюрприз

Буузы, голова Ленина и плато Чингисхана: чем удивит туристов Улан-Удэ


На выставке «Россия» прошёл фестиваль «Движения первых»

Завьялов Илья Николаевич про ETH ETF

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха

«Россия 1»: Путин примет участие в пленарном заседании ПМЭФ 7 июня


Вице-президент ФТР Селиваненко: у Рублева не пошла игра с Арнальди

Главный русский теннисист заставил Париж аплодировать ему стоя. Что удалось Осьминогу Медведеву?

Теннисистка Петрова: Хачанов совершил недопустимую ошибку на "Ролан Гаррос"

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции


В столице первый день лета 2024 году установил температурный рекорд

У кого именины 3 июня 2024 года могут узнать все желающие

Первыми покупать системно российские «Аурусы» захотели африканцы

Умерла актриса из "Папиных дочек" и "Золушки"


Музыкальные новости

Певец Сергей Лазарев сделал шикарный подарок «диско бабушке» из Сыктывкара

В Тульской области продолжается культурный проект «Классика: история и современность»

Остров Бастой: норвежская тюрьма для особо опасных преступников и мечта каждого заключенного

Рэпер Элджей стал зарабатывать меньше в восемь раз



Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

Как подобрать запчасти на китайские авто?

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".


Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей

«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Преступления мигрантов с рынков азербайджанского олигарха Года Нисанова продолжают шокировать Москву


Отзывы об EXEED VX: что говорят владельцы в 2024 году

В России начались продажи нового компактного кроссовера GAC GS3, который стоит как LADA Vesta Sportline

Владимирцам напомнили об ограничении скорости из-за ремонта на трассах М-7 и Р-132 «Золотое кольцо»

Как подобрать запчасти на китайские авто?


Ташкент становится для Москвы точкой опоры – Астана проигрывает, уходя под Запад

Как маленькая страна собралась "ставить на колени" Россию: Станет ли Путин отвечать Эстонии?

Российские ракеты средней дальности могут появиться под боком восточноазиатских сателлитов США

Лучшие фото за май // Запоминающиеся кадры месяца





Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями

Врач назвал напитки, которые нельзя пить в жару

В Архангельске медики России обменялись методиками оказания офтальмологической помощи


Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним

В Москве подвели итоги первого дня чемпионата по игре «Камень, ножницы, бумага»

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025




Сергей Собянин: Центральной детской библиотеке имени Гайдара — 90 лет

Собянин: Около обновленных поликлиник создано более 600 зон отдыха

Собянин: В Москве создана самая маленькая схема метро в мире

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот


Жителям Подмосковья рассказали о лесопожарной обстановке в регионе на 1–3 июня

Победитель Чемпионата по рыбалке на Рыбной неделе получил 1 млн рублей

Орнитологи напомнили москвичам, как вести себя при встрече с птенцами

Июнь в Москве начнется с аномально жаркой погоды


Первыми покупать системно российские «Аурусы» захотели африканцы

В столице первый день лета 2024 году установил температурный рекорд

Спектакль про бездомного и карикатурные горожане. Платоновфест открылся в Воронеже парадом уличных театров

Умерла актриса из "Папиных дочек" и "Золушки"


В День защиты детей в Архангельске прошел масштабный забег «Тропа семей героев»

В Архангельске медики России обменялись методиками оказания офтальмологической помощи

XXXIII Церемония «Хрустальная Турандот» объявит победителей сезона 2023/2024

Архангельская область подключается к марафону "Сила России"


Первый автобус «Санкт-Петербург — Симферополь» вышел на маршрут

Портативный сканер штрих-кодов Heroje H133U на базе CMOS-матрицы

Выставка-представление «Не просто город, а судьба, которой я не устаю гордиться!»

Арт-знакомство «Искусство должно давать счастье и радость»


Почти 100 тыс. человек посетили фестиваль "Лето в Москве. Все на улицу!" за день

Завьялов Илья Николаевич про ETH ETF

В Московском зоопарке рассказали, как слоны переживают жару

Владимирцам напомнили об ограничении скорости из-за ремонта на трассах М-7 и Р-132 «Золотое кольцо»












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой






Владимирцам напомнили об ограничении скорости из-за ремонта на трассах М-7 и Р-132 «Золотое кольцо»

Жители Воскресенска прошли диспансеризацию в парке «Кривякино»

Радченко рассказал, что нужно «Динамо» для борьбы за чемпионство

За Сальниковой по-прежнему не угнаться!