Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

აკრძალვის მიუხედავად, ყაზახეთში ოპოზიცია აქციებს მართავს

0
21 სექტემბერს ყაზახეთში აკრძალული ოპოზიციური მოძრაობა აქციებს მართავს, მიუხედავად ხელისუფლების მოქმედებებისა, რომელმაც უსანქციო აქციამდე რამდენიმე აქტივისტი დააპატიმრა. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის თანახმად, დემონსტრაციები ტარდება დედაქალაქ ნურ-სულთანსა და უდიდეს ქალაქ ალმა-ატაში.


აქციების ორგანიზატორია ორგანიზაცია ყაზახეთის დემოკრატიული არჩევანი, რომლის ლიდერიც, მუხტარ აბლიაზოვი, საფრანგეთში ცხოვრობს. ის ძებნილია ყაზახეთის, რუსეთის და უკრაინის მიერ, 5 მილიარდამდე დოლარის გაფლანგვის ეჭვის საფუძველზე. 


ყაზახეთის გენერალურმა პროკურატურამ 20 სექტემბერს მოქალაქეები გააფრთხილა, არ მიეღოთ მონაწილეობა დემონსტრაციაში და განაცხადა, რომ სამართალდამცველები "უკანონო აქციების აღსაკვეთად მკაცრ ზომებს გაატარებენ".


ალმა-ატაში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია, სამოქალაქო ინიციატივების კოალიცია ამბობს, რომ ბოლო ხუთ დღეში ქვეყანაში 50-მდე აქტივისტი დააკავეს და 7-დან 15 დღემდე მიუსაჯეს პატიმრობა, უსანქციო აქციების ორგანიზების ან მათში მონაწილეობის ბრალდებით. 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса