Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2020

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკის კინოაკადემია გააკრიტიკა „პარაზიტისთვის“ „ოსკარის“ მინიჭების გამო

0
CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მომხრეების წინაშე გამოსვლისას კოლორადოში, ამერიკის კინოაკადემია გააკრიტიკა იმის გამო, რომ საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ მიანიჭა სამხრეთკორეულ მხატვრულ სურათ „პარაზიტს“.


წელს საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ პირველად მოიპოვა არაამერიკულმა ფილმმა.


„ჩვენ საკმარისი სავაჭრო პრობლემები გვაქვს სამხრეთ კორეასთან. და ამის მერე, ისინი მას აძლევენ პრემიას საუკეთესო ფილმისთვის“, - აცხადებს ტრამპი.


აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებაა, დააბრუნონ ეკრანზე ჰოლივუდის ისეთი ფილმები, როგორიცაა „ქარწაღებულნი“ და „სანსეტის ბულვარი“.


სამხრეთკორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი „პარაზიტები“ „ოსკარის“ 92-ე პრემიის ლაურეატი გახდა. მან ჯილდოები მიიღო კატეგორიებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო უცხოური ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო სცენარი. 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса