Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2020

ლონდონმა სანქციები დაუწესა რუს მაღალჩინოსნებს

0
ლონდონმა სანქციები დაუწესა რუს მაღალჩინოსნებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სავიზო და საბანკო სანქციები დაუწესა რუსეთის 25 მოქალაქეს, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალქსანდრ ბასტრიკინს. მას და კიდევ 24 პირს ლონდონი ადანაშაულებს ადამიანის უფლებების დარღვევასთან, კერძოდ, იურისტ სერგეი მაგნიტსკის წამებასა და სიკვდილთან კავშირში.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციებს მიმართა.

ბასტრიკინის გარდა, სანქციები ეხებათ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსეი ანიჩინს, მოსამართლე ალექსეი კრივორუჩკოს და საგამოძიებო კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სასჯელაღსრულების სამსახურის თანამშრომლებს.

Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნების მიერ საგადასახადო თაღლითობის გზით მილიონობით დოლარის მიტაცების სქემა გამოავლინა, 2008 წელს დააკავეს გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით. მაგნისტსკი საპატიმროში სასტიკ მოპყრობას უჩიოდა. იურისტი 2009 წელს, საპატიმროში გარდაიცვალა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид






Песков: Изъятие активов России станет «солидным гвоздем» в гроб западной экономики

Лавров заявил, что Кэмерон не сожалеет о словах про удары ВСУ по РФ

Росія планує диверсії по всій Європі, – ЗМІ

Яд в банках: в популярных марках кофе Росконтроль выявил фальсификаты