Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2020

თელავის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

0
თელავის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე თამარ კაპანაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც პატიმრობას ითხოვდა. პროცესზე დაცვის მხარე გრემელაშვილის 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა ნატო ბურთიკაშვილმა განმარტა, რომ „ბრალდებულმა ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არაერთხელ იძალადა როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად და მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“.

სხდომას დაესწრო თავად ბრალდებულიც. მიხეილ გრემელაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლესა და შვილებზე არ უძალადია და არც გაუფორმებელი იარაღი ჰქონია.

ბრალდებულმა, ასევე, შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვა. სახელმწიფო ბრალდება გრემელაშვილს ოჯახში ძალადობას, ოჯახის წევრების მიმართ მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

წინასასამართლო სხდომა 27 აგვისტოს ჩაინიშნა.

თელავის საკრებულოს წევრი მიხეილ გრემელაშვილი, პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 8 ივლისს დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გრემელაშვილი საკუთარ სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.

ინფორმაცია გრემელაშვილის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ, მისმა ნათესავმა, მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. პოსტში ნათქვამი იყო, რომ „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია გრძელდება“.

ბრალდების დადასტურების შემთხვევაში გრემელაშვილს 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

«У меня больше нет сил бороться». Елена Рыбакина раскритиковала WTA






В СК рассказали подробности нападения на бойца СВО в поезде под Пермью

Отказ США от российского урана может ударить по ...

Яд в банках: в популярных марках кофе Росконтроль выявил фальсификаты

Песков: Изъятие активов России станет «солидным гвоздем» в гроб западной экономики