Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2020

შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. არის მსხვერპლი

0
შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. არის მსხვერპლი

საქართველოს მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ორი ქვეყნის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკების პროვოცირებაში. ორივე მხარე ადასტურებს სროლის შედეგად რამდენიმე სამხედროს დაღუპვას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა სცადეს საზღვრის გადაკვეთა აზერბაიჯანის ქალაქ ტოვუზის მიმართულებით და მოწინააღმდეგის პოზიციების დაკავება.

"ჩვენი დანაყოფების საპასუხო ნაბიჯების შედეგად, მტერი დამარცხდა და დანაკარგებით უკან დაიხია. შეტაკების დროს, დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო 5 დაშავდა", - აცხადებს ბაქო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი არ ადასტურებს სომეხი სამხედროების დანაკარგს და აცხადებს, რომ ინციდენტს აზერბაიჯანელი სამხედროები შეეწირნენ. ერევანი საზღვრის კვეთაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს:

"დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეირაღებული ძალების სამხედროებმა, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, УАЗ-ის ტიპის ავტომობილით, სცადეს სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა ტავუშის მიმართულებით. სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, სამხედროებმა ავტომობილი დატოვეს და საკუთარ პოზიციებზე დაბრუნდნენ. 13:45 საათზე აზერბაიჯანელმა სამხედროებმა, საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით სცადეს ჩვენი პუნქტის ხელში ჩაგდება, თუმცა უკუგდებული იყვნენ საპასუხო ცეცხლით", - წერს სტეპანიანი ფეისბუკზე.

ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

«Титул, которым я горжусь больше всего»: Рублёв одолел Оже-Альяссима и выиграл второй турнир серии «Мастерс» в карьере






Балахнин: «Сейчас в чемпионате России никто не показывает чемпионский футбол»

В Минске в День Победы пройдет более 25 праздничных мероприятий

Бизнес-омбудсмен Подмосковья помог получить студии статус соцпредприятия

РБК: в Москве нашли мертвым экс-председателя совета директоров «Норникеля»