დოჰაში დღეს გაგრძელდება მოლაპარაკება ქაბულის დელეგაციას და თალიბებს შორის
ყატარის დედაქალაქში შაბათს დაწყებული შიდა ავღანური მოლაპარაკების მეორე დღეს დელეგატები სხვადასხვა საკითხების გარდა ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შესახებ იმსჯელებენ.
მოლაპარაკებაზე ავღანეთის ხელისუფლების დელეგაციის ხელმძღვანელმა, აბდულა აბდულამ სააგენტო „ფრანს პრესს“ უთხრა, რომ თალიბანს შეუძლია შემოგვთავაზოს ზავი პატიმრობაში მყოფი მისი მებრძოლების გათავისუფლების სანაცვლოდო.
12 სექტემბერს დოჰაში გახსნილი ისტორიული მოლაპარაკების პირველ დღეს ავღანეთის ხელისუფლებამ და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, მოუწოდეს თალიბებს ცეცხლის შეწყვეტისკენ.
მაგრამ მოლაპარაკების მაგიდასთან მყოფ თალიბ დელეგატებს ეს საკითხი არ უხსენებიათ.
ანალიტიკოსები ორი დაპირისპირებული მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნას დიდ წინსვლად მიიჩნევენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ამბობენ ისინი, რომ ავღანეთში მიმდინარე მზარდი ძალადობის ფონზე, მშვიდობის დამყარებისკენ მიმავალი გზა იოლი იქნება.
ევროკავშირის საგარეო საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეპ ბორელმა, დისტანციურად მიმართა სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილეებს და აღნიშნა, რომ არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორმხრივი შეთანხმების მიღწევა და მისი განხორციელებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ „მომლაპარაკებლები უეჭველად მრავალი გამოწვევას წააწყდებინა“, მაგრამ მოუწოდა ორივე მხარეს, რომ გამოიყენონ მშვიდობის მიღწევის „ისტორიული შესაძლებლობა“.
ყატარის დედაქალქ დოჰაში 12 სექტემბერს დაიწყოს პირველი პირდაპირი მოლაპარაკება ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბებს შორის, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ქვეყანაში ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომს.