ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ევროპის საბჭოსსაქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემვაჰაგ მურადიანმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვისუწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა გოჩალორთქიფანიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროსუფროსმა ეკატერინე ქარდავამურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერესხელი.
მემორანდუმის მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბრისარჩევნებისთვის საარჩევნო პროცესშიადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივიან სამსახურებრივი მდგომარეობისარამართლზომიერად გამოყენების, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისა და მასშიმონაწილეობის წესების დარღვევის პრევენციის უზრუნველსაყოფად, ხელი შეეწყოს საჯაროდაწესებულებებში დასაქმებული პირების ცნობიერებისამაღლებას.
მემორანდუმი ითვალისწინებს ადმინისტრაციულირესურსის არამართლზომიერად გამოყენებისპრევენციისათვის შექმნილი დისტანციური სასწავლოკურსის განხორციელების ხელშეწყობას, რომელიცცესკოსა და ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ, ევროპისსაბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებშიშემუშავდა. სასწავლო კურსი განკუთვნილია საჯარომოსამსახურეებისთვის, აღმასრულებელიხელისუფლების ყველა დონეზე.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა დამემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მემორანდუმიეხება ვებპლატფორმას, იმ სასწავლო კურსს, რომელიცგახლავთ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისპრევენციის და კამპანიის წესების შესახებ. ამ კურსისგათვითცნობიერებით საჯარო მოსამსახურეებიმიიღებენ იმ ცოდნას, გამოცდილებასა და პრაქტიკულრეკომენდაციებს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი და სანდოარჩევნები“,- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვითასევე მიმართეს ვაჰაგ მურადიანმა, გოჩალორთქიფანიძემ და ეკატერინე ქარდავამ. სწავლებისცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კისაინფორმაციო–სასწავლო პროგრამის „საარჩევნოკამპანია და ადმინისტრაციული რესურსი – საარჩევნოპროცესებში ადმინისტრაციული რესურსისარამართლზომიერად გამოყენების პრევენცია დარეაგირება დარღვევებზე“ პრეზენტაცია წარადგინა.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნოპრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერასაქართველოში“ ხელშეწყობით გაიმართა.
მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას სახელმწიფოუწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების დაადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისწარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე დაცულიიყო პანდემიასთან დაკავშირებული ყველარეკომენდაცია.