Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2020

ანა დოლიძე პრემიერს მოუწოდებს მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტზე მსჯელობისთვის

0
ანა დოლიძე პრემიერს მოუწოდებს მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტზე მსჯელობისთვის

„მოვუწოდებ, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას, დაუყოვნებლივ მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და დაუყოვნებლივ იმსჯელონ აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაძაბული ურთიერთობის დროს საქართველოს როლზე,“ - განაცხადა დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, ორ სტრატეგიულად მნიშვნელოვან, მეზობელ სახელმწიფოში არსებული დაძაბულობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს, როგორც საქართველოზე ასევე მთელს ამიერ კავკასიაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ უნდა შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა.

„ამიერ კავკასიაში მშვიდობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. სტრატეგიულად მნიშვნელოვან მეზობლებს შორის დაძაბულობა კი უარყოფით გავლენას მოახდენს მთელს რეგიონში, რაც პირდაპირ და მძიმედ აისახება ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და ქვეყნის მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სასწარაფოდ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა - რას ვაკეთებთ სიტუაციის დეესკალაციისთვის და რას ვეუბნებით ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ თანამოქალაქეებს. სწორედ, ასეთ სიტუაციებში სათათბიროდ შეიქმნა უსაფრთხოების საბჭო, როგორც პრემიერის სათათბირო ორგანო და რომელიც დღემდე არც ერთხელ შეკრებილა,“ - აცხადებს ანა დოლიძე.

ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი საუბრობს მსხვერპლზე, ორივე ქვეყნაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. ყარაბაღში კონფლიქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო უწყება.

მსოფლიო ლიდერები მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев не отстал от «Реала»! Как русская звезда тенниса покорила Мадрид






В парке «Патриот» открыли памятник письмоносице времен Великой Отечественной войны

Цитата Гитлера и давление соцсетей: что сказал Бишимбаев в последнем слове

Президент Киргизии Жапаров решил приехать на парад Победы в Москве

Мария Багреева: Москва провела 50 тыс. закупок у МСП на портале поставщиков