Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2021

„გახსოვართ?“ - რატომ ფიქრობენ შშმ პირები, რომ ისინი დაავიწყდათ

0
„გახსოვართ?“ - რატომ ფიქრობენ შშმ პირები, რომ ისინი დაავიწყდათ

დათომ, ესმამ, გიორგიმ, ოლგამ, კობამ და მათთან ერთად სხვებმა, მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი დატოვეს. ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და თვლიან, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული რთული სოციალური ვითარების ფონზე, მათი საჭიროებები, მათი უფლებები, ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩა.

წერილის ავტორებსა და მათ უკან მდგომ ათობით ათას შშმ პირს, სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ. სწორედ ამ მოთხოვნების ჩამონათვალი გაუგზავნეს 28 იანვარს შშმ პირებმა და მათი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას:

2021 წლის გაზაფხულიდან გაიზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის;

შემუშავდეს კრიტერიუმები, რითაც დადგინდება სოციალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები ღირსეული ცხოვრებისთვის:

ამუშავდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.

თუკი ამ მოთხოვნებს თანმიმდევრობით გავყვებით, მაშინ ჯერ ის ვთქვათ, როგორია დღეს ქვეყანაში შშმ პირთა სოციალური პაკეტი. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია სოციალური პაკეტის მიმღები 126 638 შშმ პირი.

შშმ პირები სამ კატეგორიად არიან დაყოფილნი

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (29 924). 2020 წლის პირველი იანვრიდან მათი სოციალური პაკეტი 20 ლარით გაიზარდა და დღეს 220 ლარს შეადგენს. 20-ლარიანი ზრდა არ შეჰხებიათ სხვა კატეგორიის შშმ პირებს.

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (73 373) - მათ 140-ლარიანი სოციალური პაკეტი აქვთ.

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (11 688) - ამ სტატუსის მქონე პირების სოციალური პაკეტი 100 ლარს შეადგენს.

54 წლის კობა ნადირაძეს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ბავშვობიდან აქვს მინიჭებული. მისი დიაგნოზი ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობასა და სარეაბილიტაციო კურსების გავლას მოითხოვს. კობას სხვა, ათასობით შშმ პირისგან განსხვავებით, გაუმართლა და მუშაობს, თუმცა, ის შემოსავალი და ის სოციალური პაკეტი, რომელსაც დღეს სახელმწიფოსგან იღებს, ზღვაში წვეთია. განსაკუთრებით კი ახლა, ინფლაციისა და პანდემიის პირობებში.

კობას ხელში უჭირავს პოსტერი წარწერით „73 373+“. კობა გვიხსნის, რომ ეს იმ შშმ პირების რაოდენობაა, რომლებიც მისგან განსხვავებით, არ განეკუთვნებიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სოციალური პაკეტი არც 20 ლარით გაზრდილა და რომლებსაც, არც პანდემიის პერიოდში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული, თვეში 100-ლარიანი დახმარება შეჰხებიათ:

„ეს ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობაა. ისინი ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ. არც პირველ ეტაპზე, არც მეორე ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ მათ არაფერი შეჰხებიათ. თითქოს არ ჩანან ეს ადამიანები, თითქოს არ არსებობენ“.

მეორე მოთხოვნა, რომელსაც შშმ პირები ხელისუფლებას უყენებენ, ისეთი კრიტერიუმების შემუშავებაა, რომელიც შშმ პირთა ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს შშმ პირებთან დაკავშირებით დღემდე არსებული და მოძველებული მიდგომებისა და ხედვის ცვლილებას - ანუ, როდესაც, შშმ პირთა საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება არა მხოლოდ სამედიცინო მოდელს, არამედ სოციალურ-კულტურულ მოდელს.

სწორედ ამ მნიშვნელოვან მოთხოვნასა და ცვლილებაზე გველაპარაკება გიორგი ახმეტელი, მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ წარმომადგენელი. გიორგი მეთერთმეტე წელია ქვეყანაში შშმ პირების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი უფლებების დასაცავად იბრძვის. თავადაც ეტლით მოსარგებლე, კარგად გრძნობს და იაზრებს იმ საჭიროებებს, ნაკლოვანებებსა თუ მცირედ შეცვლილ მიდგომებს, რომლის წინაშეც დღეს შშმ პირები დგანან. გიორგი ამბობს, რომ ის მანკიერი და სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც დღეს შშმ პირებთან მიმართებაში ქვეყანაში მოქმედებს, დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს:

„ჯერ კიდევ, თავიდან ბოლომდე, შშმ პირების მდგომარების შეფასება ეფუძნება სამედიცინო მოდელს. ვართ ამ მოდელში გაჭედილები. სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ბარიერი გვაქვს. ზოგი ეტლით სარგებლობს, ზოგი მცირედ მხედველია, ყველა ტიპის შეზღუდვასა და ბარიერს განსხვავებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ჩვენთან ამის შეფასება არ ხდება და გვაფასებენ ნოზოლოგიის მიხედვით. მარტივად რომ ავხსნა, ყველა "ხერხემალმოტეხილ" ადამიანს, ამ ცხოვრებაში, ერთნაირი ბარიერი არ აქვს. აქ კი გვაქვს ასეთი მიდგომა, რომ რა დიაგნოზიც დაგისვა ექიმმა, იმ დიაგნოზიდან გამომდინარე გენიჭება სტატუსი, ეს არის ე.წ. პირველი ჯგუფი, ანუ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა, მეორე ჯგუფი თუ ა.შ. მხოლოდ დიაგნოზია მათთვის მთავარი და მეტი არაფერი. ამიტომაც ეწოდება ამას სამედიცინო მოდელი, რომელიც მოძველებული პრაქტიკაა და უგულებელყოფს თანამედროვე მიდგომებს“.

სამედიცინო მოდელიდან სოციალურ-კულტურულ მოდელზე გადასვლას ითვალისწინებს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია, რომელსაც საქართველო 2014 წელს შეუერთდა და რომლის მთავარი ვალდებულებების შესრულება შშმ პირების მესამე მოთხოვნაა. ამ კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა. შშმ პირების მესამე მოთხოვნაა ამუშავდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო.

23 წლის დავით ბიბილეიშვილი, მცირედ მხედველია, საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს და პარალელურად, სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა გაეროს კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მიწვეული წევრია. დავითი ერთ-ერთია, რომელმაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა და გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება შეახსენა:

„ადამიანის უფლებებზე, ადამიანის საჭიროებებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს სოციალური პაკეტის შემუშავება და არა ასე, ჯგუფურად, ისე, როგორც დღეს ხდება. დღეს, სოციალური პაკეტი არ ითვალისწინებს თითოეული ინდივიდის საჭიროებას. მე შესაძლოა, სულ სხვა საჭიროება მქონდეს და სხვა მცირე მხედველს, სულ სხვა. მე, როგორც დასაქმებულს, შესაძლოა ნაკლები კომპენსაცია მჭირდებოდეს, მაგრამ სხვა მცირედ მხედველებს, რომელიც არ არის დასაქმებული, რომელსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვს, მარტოხელაა და ა.შ. სულ სხვა საჭიროებები აქვს. სწორედ ამას გულისხმობს ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლა, რაც გაეროს კონვენციითაა გათვალისწინებული, მაგრამ დღემდე მისი იმპლემენტაცია რატომღაც ვერ მოხერხდა. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე გადასვლა დაიწყოს, რისთვისაც აუცილებელია, მთავრობაში არსებობდეს საკოორდინაციო მექანიზმი. ჩვენ ვალდებულნი ვართ გვქონდეს ეს მექანიზმი, რადგან რამდენიმე წლის წინ მოვახდინეთ გაეროს შშმ პირთა კონვენციის რატიფიცირება და ეს ქვეყანას ავალდებულებს ამგვარი მექანიზმის შექმნას, რათა სწორად წარიმართოს შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია“. 

37 წლის ოლგა კალინა, „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელის თავმჯდომარეა. ოლგა ამბობს, რომ დღეს ის იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რომლის წევრთა უმრავლესობა პანდემიის გამო გაღარიბებული და ამასთანავე ხელისუფლების ყურადღების მიღმა არიან დარჩენილები. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და შესაბამისად, მათ ხელისუფლებისგან არც სოციალურ პაკეტზე დანამატი და არც პანდემიის გამო დაწესებული 100-ლარიანი დახმარება არ მიუღიათ:

„ფსიქო-სოციალური პრობლემების მქონე შშმ პირების ნაწილს იმდენად გაუჭირდა პანდემიის პერიოდში, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და მოწყალების თხოვნა დაიწყეს. ეკლესიებში დადიან, რომ იქ მცირე საკვები მიიღონ. გაუმწვავდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ აქვთ სამუშაო, არ აქვთ ტაქსის ფული, რომ კლინიკამდე მივიდნენ, წამალი მიიღონ. ურთულეს მდგომარეობაში არის ადამიანთა ეს ჯგუფი, რომელსაც სამწუხაროდ, სახელმწიფო ვერ თუ არ ხედავს“.

ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი 28 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან, შშმ პირთა მოთხოვნებს შეუერთდა. ანა ამბობს, რომ პანდემიის პირობებში შშმ პირების მდგომარეობა, ერთიორად დამძიმებულია. მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაიგოს შშმ პირების ხმა და ის კონკრეტული მოთხოვნები, რაც მათ ხელისუფლებას წარუდგინეს, მაქსიმალურად დროულად იყოს შესრულებული:

„ამ ადამიანებს საქართველოში ისედაც არ ულხინდათ. დღეს კი, პანდემიის პირობებში, ისინი, მათი ოჯახის წევრები კარგავენ სამსახურს. ხშირად სწორედ სოციალური პაკეტია ამ ადამიანების ერთადერთი შემოსავლის წყარო. დიახ, სოციალური პაკეტი ასე ჯგუფურად არ უნდა რიგდებოდეს. შესწავლილი უნდა იქნას თითოეული შშმ პირის მდგომარეობა და მათ კონკრეტულ საჭიროებებზე უნდა იყოს დამოკიდებული სოციალური პაკეტის ფორმაც. შესაძლოა, ვიღაცას დასჭირდეს ფულადი გასაცემელი, ვიღაცისთვის კი პერსონალური ასისტენტი იყოს შვება, რომ გარემოში ადაპტირდეს ბარიერების გარეშე“.

ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, „მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების“ ველში, ერთ-ერთ მთავარ საკითხად სწორედ „სოციალური მოდელია“ გამოტანილი და მითითებულია, რომ სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარაში მისი პარტნიორი ორგანიზაციის - სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება აჭარის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა. ამავდროულად, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის ფარგლებში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ხელშეწყობით საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც.

თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშში, ჯანდაცვის სამინისტროს იმ ნაკლოვანებებზე მიუთითა, რომელიც სწორედ სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე გადასვლის პროექტს შეეხება და არა მარტო მას. 

აუდიტის სამსახურის ანგარიში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობის ეფექტიანობის შესახებ“ 2017-2019 წლებს მოიცავს. შესწავლის შედეგად გამოვლინდა არაერთი ხარვეზი.

აუდიტორები მიუთითებენ, რომ შშმ პირთა სტატუსის განსაზღვრის სამედიცინო მოდელის ფარგლებში შეგროვილი სტატისტიკური მონაცემები ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი და სათანადო ინფორმაციის წარმოებას, რაც შშმ პირებისათვის განკუთვნილი პოლიტიკისა და პროგრამების დაგეგმვის აუცილებელი წინაპირობაა.

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ სოციალურ მოდელზე გადასასვლელად ახალი მოდელის პილოტირება და დანერგვა ჯერ კიდევ 2010 წლიდან იყო გათვალისწინებული სხვადასხვა სამთავრობო სამოქმედო გეგმით, თუმცა, მათი ამოქმედება გადავადდა და პილოტირება აჭარის რეგიონში მხოლოდ 2019 წელს დაიწყო. შესაბამისად, სოციალური მოდელი დანერგილი არ არის, რაც სამინისტროს საშუალებას მისცემდა შშმ პირთა საჭიროებებზე ეწარმოებინა ინდივიდუალური სტატისტიკა, ქვეპროგრამების ოპტიმალურად დაგეგმვის მიზნით;

აუდიტის დასკვნის თანახმადვე, შშმ პირთა რაოდენობის შესახებ არსებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. სამინისტროს მიერ წარმოებული ბაზები მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს. შესაბამისად, ამ მონაცემებში ვერ ხვდებიან ის პირები, რომლებზეც არ გაიცემა სოციალური პაკეტი (მაგალითად, ზომიერი შეზღუდვის მქონე შშმ პირები).

აუდიტის დასკვნაში წერია ისიც, რომ სამინისტროს არ აქვს დანერგილი სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებებიდან ინფორმაციის შეგროვების მექანიზმი. შედეგად, სამინისტროსთვის არ არის ხელმისაწვდომი პროგრამების უკეთ დაგეგმვისთვის საჭირო კონსოლიდირებული და განახლებული მონაცემები (ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა, დიაგნოზები და ა.შ.). მათივე განცხადებით, რეაბილიტაციისა და ადრეული განვითარების ქვეპროგრამების სრული ტერიტორიული ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება შშმ პირთა ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას, ამუშავდეს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისო საკოორდინაციო ორგანო, როგორც რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, "გაეროს შშმ პირების უფლებების კონვენციით გათვალისწინებული ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. 2020 წლის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, მექანიზმის დებულება მუშავდებოდა შშმ თემის აქტიური ჩართულობით, სახალხო დამცველთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. მექანიზმზე მუშაობის დასრულება და მისი ამოქმედება იგეგმება უახლოეს მომავალში."




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Дивный новый мир цифровизации: в Москве пройдет Форум «Время цифры»

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Стоматолог Владимир Лосев: сколько времени нужно носить брекеты

Выгодно ли покупать квартиру в новостройке?


Коллекция купальников Love Republic

ONYX отправляется в Большой тур по России

Eurasianet: Азербайджан публично и цинично уничтожает армянское культурное и историческое наследие в Нагорном Карабахе

Волжский нарцисс - Плес


Inside the mad Fenerbahce world Jose Mourinho is entering with rioting fans, players walking off and notorious hooligans

Fentanyl distribution indictment follows Westminster traffic stop

Where to find Real Madrid vs Dortmund on US TV: June 1, 2024

Brentford B and Tiverton Town Friendlies Announced


Распределяй и управляй: водители «Грузовичкоф Бизнес» – о преимуществах работы и трудовых буднях  

Денис Сафин перевел 100 миллионов рублей в фонд помощи пострадавшим от паводка

Торжественное возложение цветов к памятному знаку «Юным героям — партизанам и подпольщикам» в Феодосии

Муруджинские озера


Четвёртое дополнение Age of Wonders 4: Eldritch Realms завершит первый цикл поддержки игры

Тизер "Возвращения в Сайлент Хилл" показал ужасы туманного городка

Конец близок в релизном трейлере Destiny 2: The Final Shape

Началась предрегистрация на Command & Conquer: Legions — релиз в конце 2024 года



В Москве прошла премьера документального фильма "Мамы и дети"

На ВДНХ открылась цифровая фотовыставка "Счастье. Материнство или карьера!?"

По делу «Крокуса» проходят 20 обвиняемых, 18 под арестом, двое под подпиской

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями




«СВЯТОЙ ЛЕНИН» спасает население от борьбы с перенаселением, 5 серия, СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

50 дней без еды. Россиянин выжил после голодовки

Прощайте, школа и полмиллиона: сколько стоит обучение в вузах для детей знаменитостей

Доктор Кутушов назвал болезни, которые поджидают отдыхающих у водоёмов


КЧР. Ансамбль КЧГУ стал лауреатом фестиваля «Российская студенческая весна – 2023»

1 июня – это и День защиты детей и первый день лета

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот

В подмосковном Серпухове ураган сорвал крышу с жилого дома


Медведев пошутил о том, что часто проводит ночные матчи на турнирах «Большого шлема»

Прямая трансляция матча Елены Рыбакиной против экс-первой ракетки мира на «Ролан Гаррос»

Кецманович отказался от борьбы в игре с Медведевым на "Ролан Гаррос"

Пресс-служба WTA мемом отреагировала на тяжёлую победу Свёнтек над Осакой


Разогрев с рынка: кондиционеры в РФ продаются в разы лучше вентиляторов

КЧР. Ансамбль КЧГУ стал лауреатом фестиваля «Российская студенческая весна – 2023»

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

1 июня – это и День защиты детей и первый день лета


Музыкальные новости

POMPEYA и O! МАРГО выступят на фестивале «НЕБО»

Музыка и стихи: концерт к 100-летию со дня рождения Булата Окуджавы состоится в Троицке

«Мы думали, что будет легче!» Оксана Самойлова и Джиган будут выживать в песках дубайской пустыни в шоу «Выжить в Дубае. Возвращение» на ТНТ

Сотрудники Росгвардии проверили готовность детских оздоровительных лагерей к работе в г.о. Клин



Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Анастасия Уколова, Елизавета Базыкина и Никита Кологривый продолжают съемки сериала «Комбинация»

По делу «Крокуса» проходят 20 обвиняемых, 18 под арестом, двое под подпиской

На ВДНХ открылась цифровая фотовыставка "Счастье. Материнство или карьера!?"


«СВЯТОЙ ЛЕНИН» легально изготавливает армии и спецслужбы. 6 серия. СЕРЬЁЗНЫЙ НОВОСТНОЙ СЕРИАЛ.

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)

В Республике Марий Эл с успехом прошел кинофестиваль «Движение по вертикали» памяти Станислава Говорухина

Уссурийский ЛРЗ расширяет форматы промышленных экскурсий на предприятие


Дептранс: на закрытом участке метро Москвы работали 20 бесплатных автобусов

Движение на ряде набережных и улиц в центре Москвы перекроют из-за забега 1 июня

На МКАД в Москве частично пекрыли движение из-за массовой аварии

Движение поездов в Амурской области восстановлено по одному пути


Как маленькая страна собралась "ставить на колени" Россию: Станет ли Путин отвечать Эстонии?

Лучшие фото недели // Запоминающиеся кадры 27–31 мая

Лучшие фото за май // Запоминающиеся кадры месяца





Психиатр Павленко: у здоровых людей могут быть галлюцинации при недосыпе

С днем защиты детей росгвардейцы поздравили юных пациентов детской больницы в Москве

Международный день защиты детей: дети с ревматическими болезнями

Росгвардейцы из Москвы приняли участие в безвозмездной сдаче донорской крови


Зеленский: после «заморозки» конфликт опять вспыхнет


Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Фильм «Мой любимый чемпион» показали в павильоне «Роснефти» на ВДНХ в Москве

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Спортсмены из Химок выиграли Первенство Подмосковья по автокроссу


Путин и Лукашенко обсудили парад в Минске



Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот

Собянин: Проект "Давай друЖИТЬ" помогает исполнять заветные мечты детей

Сергей Собянин. Главное за день

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей


Синоптик рассказал, когда из Москвы уйдёт аномальная жара

Июнь в Москве начнется с аномально жаркой погоды

Победитель Чемпионата по рыбалке на Рыбной неделе получил 1 млн рублей

Жителям Подмосковья рассказали о лесопожарной обстановке в регионе на 1–3 июня


В Приморье пенсионерка отдала полмиллиона телефонным мошенникам

В подмосковном Серпухове ураган сорвал крышу с жилого дома

В Подмосковье пьяный вор уснул на месте преступления

Фальсификация истории меликств Арцаха (Карабаха) в азербайджанской историографии


XXXIII Церемония «Хрустальная Турандот» объявит победителей сезона 2023/2024

Развитие центров экономического роста и создание аварийно-спасательных центров на территории АЗРФ обсудили на заседании президиума госкомиссии по Арктике

В филиале фонда «Защитники Отечества» в Архангельской области подвели итоги первого года работы

В Архангельске с рабочим визитом побывал «арктический» министр


ВТБ начал выдавать ипотеку на жилье в Крыму

Литературно-музыкальный вечер «Песня как признание в любви»

Портативный сканер штрих-кодов Heroje H133U на базе CMOS-матрицы

Арт-знакомство «Искусство должно давать счастье и радость»


3 болельщика в футболках с надписью «Mellstroy» выбежали на поле в финале Лиги чемпионов на 30-й секунде. Стример обещал за это 30 млн рублей

Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот

Эксперты заявили о сокращении числа сделок с жильем в России на треть












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции






Источник 360.ru: птенцов придавило тренажером во дворе дома в Москве

КУПЛЮ: Скупаем электродвигатели б/у демонтаж и вывоз

Фальсификация истории меликств Арцаха (Карабаха) в азербайджанской историографии

РИА «Новости»: На перенесенном из-за теракта в «Крокусе» концерте «Пикника» усилили контроль