Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2021

იენს სტოლტენბერგი: რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს

0

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაე ჩიუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა.

„რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ყოველთვის მტკიცედ უპასუხებს ალიანსის უსაფრთხოების წინაშე მდგარ ნებისმიერ საფრთხეს, საჭიროების შემთხვევაში კი გააძლიერებს კოლექტიური თავდაცვის პოზიციებს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса