Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2022

ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

0

ეს გასაოცარი ვილა ისტორიის, კინოს და ხელოვნების შერწყმის ადგილია. სასახლეში, რომელიც ნიუ-იორკის ჩრდილოეთით 25 მილის დაშორებით მდებარეობს, მარტინ სკორსეზეს ლეგენდარული ფილმი “უმანკოების ხანა” გადაიღეს. ფილმში მთავარ როლებს დენიელ დეი ლუისი, ვაინონა რაიდერი და მიშელ ფაიფერი ასრულებენ.

ვილა აუქციონზე 6,5 მილიონ დოლარად იყიდება. იგი 1853 წელს აშენდა და ცხრა საძინებელთან ერთად რვა სველი წერტილი აქვს. სახლის ექსტერიერი გაფორმებულია იტალიური სტილით და მწვანე ჟალუზებით. ვრცელი ვერანდა ეგებება სტუმრებს ლამაზად მოჩუქურთმებულ დიდ შესასვლელში, რომელიც დამზადებულია საფრანგეთის კაენიდან შემოტანილი კირქვისგან. სასახლის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილი არის ბილიარდის ოთახი, რომელიც აღჭურვილია ბუხრით და მაგიდით. ასევე ვილაში არის მედია ოთახი, ღვინის მარანი, საუნა, ორი ცალკე გასახდელი და კვების ობიექტი აუზის გვერდით.

აღსანიშნავია, რომ ამ ადგილის ისტორიული იერსახე შენარჩუნებულია. ვინ აღმოჩნდება სასახლის იღბლიანი მფლობელი ჯერ ცნობილი არ არის.

წყარო: people magazine




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса