Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2022

დასავლეთის სახელმწიფოები უკრაინის ატომური სადგურის გარშემო თავშეკავების მოწოდებით გამოდიან

0
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 21 აგვისტოს გამოთქვეს მოწოდება მოსკოვის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ზაპორიჟიის ატომური სადგურის გარშემო თავშეკავებისკენ.


მათ კიდევ ერთხელ, ერთხმად გამოხატეს ამ ომში კიევის მიმართ მხარდაჭერა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას ოთხმა ლიდერმა ასევე მოუწოდა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) სწრაფად მიავლინოს ინსპექტორები ბირთვულ ობიექტზე.


ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური რუსეთმა დაიკავა მარტში, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრიდან მალევე. ევროპაში უდიდესი ბირთვული სადგური არაერთხელ მოექცა ცეცხლის ქვეშ ბოლო კვირებში, რაც აჩენს ბირთვული კატასტროფის შიშს.


უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის დაბომბვაში.


„ლიდერებმა დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის სწრაფვას, თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან. მათ ასევე განიხილეს სიტუაცია ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, სხვათა შორის, სადგურის მახლობლად სამხედრო ოპერაციების თავიდან აცილების და IAEA-ს ინსპექტორების იქ, რაც შეიძლება მალე, ჩასვლის მნიშვნელობა, რათა შეამოწმონ სადგურის უსაფრთხოების სისტემების მდგომარეობა“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


იქვე წაიკითხავთ, რომ ოთხმა ლიდერმა ასევე განიხილა „ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებები, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობა და ერთობლივი ძალისხმევა, შეზღუდონ ირანის ქმედებები, მიმართული რეგიონში დესტაბილიზაციისკენ.


საუბარი შედგა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ევროკავშირმა წარადგინა „საბოლოო“ ტექსტის პროექტი, რომლის მიხედვით უნდა განახლდეს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 2015 წელს მიღწეული შეთანხმება, რომელიც აშშ-მა 2018 წელს დატოვა.


თეირანმა თავისი პასუხი ევროკავშირის ტექსტის თაობაზე გასულ კვირას გააგზავნა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ირანის პასუხზე თავის აზრს პირადად გაუზიარებს ევროკავშირს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса