აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა დასავლეთ ბალკანეთში გაბრიელ ესკობარმა, რომელიც რეგიონში ვიზიტით იმყოფება, ვაშინგტონის მხარდაჭერა აღუთქვა ევროპის კავშირის ძალისხმევას კოსოვოსა და სერბეთს შორის მიმდინარე დავის გადასაჭრელად და მოუწოდა ორივე მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან.
ბელგრადსა და პრიშტინას შორის არსებული დიდი ხნის უთანხმოება კვლავ გამწვავდა გასულ თვეში, როცა კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობამ კვლავ იჩინა თავი სასაზღვრო პოლიტიკის დიდი ხნის წინ გამოცხადებული ცვლილებების გამო.
ახალი წესები თანახმად, სერბული პირადობის დამადასტურებელი საბუთები და მანქანების სანომრე ნიშნები აღარ იქნებოდა მოქმედი კოსოვოს ტერიტორიაზე. ამან გააბრაზა ეთნიკური სერბები, რომლებიც უმეტესად ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობენ. მათ გზები დაბლოკეს, სროლა დაიწყეს ჰაერში კოსოვოელი პოლიციელების მიმართულებით. არავინ დაშავებულა.
კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ, ამ ცვლილების განხორციელება 1 სექტემბრამდე გადადო დასავლეთის მხრიდან აშკარა ზეწოლის შედეგად.
1990-იანი წლების ბოლოს ორივე მხარე სისხლისმღვრელ ომში იყო ჩართული და საბოლოოდ, კოსოვომ 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა სერბეთისგან. ბელგრადმა - ისევე, როგორც რუსეთმა, ჩინეთმა და ევროპის კავშირის წევრმა ხუთმა ქვეყანამ, არ აღიარა სერბეთის ყოფილი პროვინციის დამოუკიდებლობა და პრიშტინას ადანაშაულებს სერბული უმცირესობის უფლებების შელახვაში, რომელიც კოსოვოს 1.8-მილიონიანი მოსახლეობის - რომლის 90 პროცენტი ალბანელები არიან - 5 პროცენტს შეადგენს.
Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия
Об отношении к русским в Азербайджане
Proenza Schouler, коллекция pre-fall 2024
Можно ли прожить без музыки? Дискуссия протагонистов музыкального бизнеса
Саксофонист Бутман нашел плюсы в отмене русской культуры за рубежом
Бурятский Театр кукол Ульгэр в Улан-Улан-Удэ показал в Этнографическом музее народов Забайкалья перед детьми и родителями в семейный праздник сказку Колобок - Новости и Культура, Дети и Россия
Денис Мацуев выступит в Екатеринбурге с двумя оркестрами
Джиган, Оксана Самойлова, Виктория Боня и другие: ТНТ раскрывает дату премьеры нового сезона реалити«Выжить в Дубае. Возвращение»