რამაზ სამხარაძე: 2008 წლიდან სხვათა შორის ყველა რუსული სიმღერა ჩავხსენით ეთერიდან, სად იყავით მაშინ? ესეც “დისკრიმინაციულია”
0
მეგობრებმა მითხრეს, რომ მასტერი “იმედზე” თქვენზე საუბრობსო. ჩავრთე…
“ერთ-ერთმა რადიოსადგურმა, (დისკრიმინაციულ კანონს ურტყამს თან, ეს ამბავიო) ჩემი სიმღერები დაბლოკა”-ო.
თან იშველიებს იურისტი ვარო…
ჰაე! ხალხო, ბნელა? კერძო რადიოსადგური ვარ, კერძო !!! რა მუსიკას და ახალ ამბებს გავუშვებ, თავიდან ბოლომდე ჩვენი გადასაწყვეტია.
თუ არ მოგწონს, ნუ მოუსმენ! კიდევ 40 რადიოა თბილისში, და ზუსტად ვიცი, უმრავლესობა სიამოვნებით დაატრიალებს – მასტერს და მისნაირთ.
მაგრამ… მთავარი აქ სხვა ამბავია, ისტორიაში პირველად რადიომ გაბედა და აკრძალა შემსრულებელი თავის ეთერში და თან, (ჩემი აზრით, და ვიცი რომ ბევრის) კარგმა რადიომ !
ის, რომ რადიო თბილისი პირველია FM-ზე სმენადობით! და ფეისბუქზე გამომწერთა რაოდენობით და ჩართულობით ადასტურებს ყველა კვლევა და მონაცემები.
თუ რადიოსადგური არ მოსწონთ, მას არავინ გამოიწერს და მოისმენს.
სახელისუფლებო მხარდამჭერთა, ტროლ/ბოტთა შემოსევაც ამას უკავშირდება, რომ როგორმე დაგვაშინონ, დაგვხურონ, უარი ვთქვათ ჩვენს პოზიციაზე, პროფესიაზე.
თუ მიშას დროს პირდაპირ გვეუბნებოდა ხელისუფლება, ესენი ტროლ ბოტთა ქარხანას გვიქსევენ.
ბოლო 28 დღეში, რადიო თბილისის პოსტ რიჩი 5 მილიონ 373 ათასი, ადამიანთა ჩართულობა 3 მილიონ 169 ათასი.
ბოლო კვირაში 11 200 ახალი გამომწერი.
ტროლები, ბოტები და რუსეთუმეები – მოსკოვებში აშენებულები, ნუ მოუსმენთ.
გადაცემაში ვინმე წამყვანად წოდებული ფუტკარაძის რეპლიკა – რეიტინგის გამო გააკეთესო…სად იყავი ბიჭო, რამდენი წლის იყავი, ჩვენ რომ რეიტინგი გვქონდა? რა გაგიკეთებია საერთოდ მედიაში? :დ
პ.ს 2008 წლიდან სხვათა შორის ყველა რუსული სიმღერა ჩავხსენით ეთერიდან, სად იყავით მაშინ? ესეც “დისკრიმინაციულია”.
რადიო იწყება ჩვენით! ვამაყობ ჩვენი გუნდით, – წერს რადიო თბილისის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე.