მაია სტეფნაძე: ჩემი ოჯახი და შვილები თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით!
პროდიუსერი, მაია სტეფნაძე აცხადებს, რომ მისი ოჯახი და მეზობლები თაღლითური დანაშაულის მსხვერპლნი გახდნენ.
საქმე ეხება მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სხვა პირზე, უკანონო გადაფორმებას. ამ ყველაფერში სტეფნაძე ცნობილ ადვოკატს ადანაშაულებს.
“ჩემი ოჯახი და შვილები, ისევე როგორც კიდევ 3 მეზობელი, თბილისის ცენტრში, თაღლითების ჯგუფის მსხვერპლნი გავხდით! თუ ვინმეს საქმიანი, თუნდაც ირიბი შეხება გქონიათ ადვოკატ ნანა ფარჩუკაშვილთან, ეს პოსტი წაიკითხეთ და შემდეგ თქვენი საკუთრება შეამოწმეთ, ჩვენს დღეში არ იყოთ! კერძო სახლები, რომლებიც 1900-იანი წლებიდან ჩემი შვილების დიდი ბაბუის და მეზობლის დიდი ბაბუის აშენებული იყო და ამდენი წელი მარღანიები და შუღლიაშვილები იყვნენ მესაკუთრეები, შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ დანაშაულებრივი გზით სხვა პირზეა გადაფორმებული.
მოკლედ რომ ვთქვა, ეზოში 4 ოჯახის ქონება, საჯარო რეესტრმა ისე გადაუფორმა გაყალბებული საბუთებით ნანა ფარჩუკაშვილს, რომ კითხვაც არ დაუსვამს ჩვენთვის. საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომელი ასევე ჩართულია ამთაღლითურ სქემაში! ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამ თაღლითების ჯგუფს სათავეში უდგას ადვოკატი ნანა ფარჩუკაშვილი, რომელიც ჩვენთან არავითარ შეხებაში არასოდეს არ ყოფილა და ჩვენი მეზობლის მოდავე მხარის ლია კობახიძის ადვოკატი იყო.
ეს ის ნანა ფარჩუკაშვილია, რომელიც დღემდე ადვოკატია და ფარულად დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულში ვდებთ ბრალს!თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court ჩვენი ეზოს უფლებებს ჩემი ძვირფასი მეგობრის ეკა ბესელია-ს საადვოკატო ბიურო იცავს და ზუსტად ვიცი, სიმართლე გაიმარჯვებს! თაღლითების ადგილი ციხეშია!” – წერს სტეფნაძე.