Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2023

The Wall Street Journal: სუროვიკინი მოსკოვში იმყოფება და დაკითხვაზეა

0

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი მოსკოვში იმყოფება და დაკითხვაზეა. ის სავარაუდოდ, „ვაგნერის“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შესახებ ინფორმირებული იყო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სუროვიკინი, პრიგოჟინის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ დაკითხვაზეა.

მას თანამონაწილეობაში არ სდებდნენ ბრალს, მაგრამ გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ სუროვიკინმა იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ.

„სუროვიკინი არ იმყოფებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაგრამ განმეორებით დაკითხვას გადის“, – წერს გამოცემა.

გარდა ამისა, წყაროების თანახმად, კრემლი კვლავ ცდილობს ოფიცრების დევნას, რომლებიც არ არიან ლოიალური პუტინის რეჟიმის მიმართ. პრიგოჟინის ბუნტის შემდეგ დააკავეს სულ მცირე 13 რუსი სამხედრო ოფიცერი, ზოგი დაკითხვის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса