18-მეტრიანი ავტობუსები საქართველოშია - რა ხდება შემდეგ
ახალი ავტობუსები, რომლებზეც თბილისის სატრანსპორტო მოძრაობის მცირედი განტვირთვის ერთ-ერთი გზა გადის, საქართველოში ჩამოიყვანეს, თუმცა დედაქალაქის მერიისთვის ჯერ არ გადაუციათ. ახალი ავტობუსების მომსახურებისთვის აუცილებელი ავტობაზის მშენებლობა ახლახან დაიწყო.