არჩევნები აზერბაიჯანში - თავისუფალი მედიის, აქტივისტებისა და სიურპრიზების გარეშე
7 თებერვალს, აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის ეს მეხუთე არჩევნებია, პირველად მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, სადაც ბაქომ კონტროლი 2023 წლის შემოდგომაზე აღადგინა.