„ეს კუნძული ყველაფერს გადაალაგებს“ - ბათუმის გენგეგმის თანაავტორი ხელოვნური კუნძულების გავლენაზე
2021 წლის სექტემბერში ბათუმელებმა გაიგეს, რომ ქალაქთან ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის მშენებლობა იგეგმება. ბათუმში იწყება „უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი“ კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურით.