რადიო თავისუფლება კრემლის ახალ "შავ სიაში" - რა ნიშნავს იყო რუსეთისთვის "არასასურველი ორგანიზაცია"?
რუსეთმა რადიო თავისუფლება „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. შეზღუდვები და სასჯელი შეეხება არა მხოლოდ "არასასურველ" მედიაორგანიზაციას, არამედ მის საქმიანობასთან რაიმე სახით დაკავშირებულ ყველა პირს, რუსეთში - თუ მის ფარგლებს გარეთ.