როგორ დასაქმდა 40-მდე ქართველი ექთანი გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში - რატომ ქრებიან მედდები
საქართველოში ექთნების დეფიციტი რომ იყო, ეს ჯერ კიდევ კოვიდპანდემიის პერიოდში გამოჩნდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ექთნების დეფიციტი კონკრეტულ რიცხვებში ასახა.