ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ ჯარის გაგზავნას
ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, მაგრამ არ აპირებენ უკრაინაში ჯარის გაგზავნას - განაცხადეს პოლონეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა დონალდ ტუსკმა და პეტრ ფიალამ 27 თებერვალს პრაღაში, "ვიშეგრადის ჯგუფის" (V4) პრემიერ-მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.