ბაკალავრიატი 3-წლიანი და მაგისტრატურა 1-წლიანიც ხდება - რა იცვლება უმაღლეს განათლებაში?
უკვე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ ბაკალავრიატის სამწლიანი და მაგისტრატურის ერთწლიანი პროგრამებიც დანერგონ.