ანაკლიის პორტი: ინვესტორის გარკვევა გადაიდო, მშენებლობაზე კონკურსი მაინც ცხადდება
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მიაღწია, აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყებოდა. ახლა ირკვევა, რომ ეს ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი იყო.