ალესანდრო ლაზარი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში საქართველოს გამოწვევებზე: „მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა არგებს საქართველოს“
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობა და მედეგობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომლის სათანადოდ მოწესრიგებაც ევალება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ამ ეტაპზე ლაპარაკია ყოვლისმომცველი, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად საჭირო სადისკუსიო პროცესის უზრუნველყოფაზე.