მერკელმა „შპიგელს“ გაუზიარა აზრები პუტინზე, „ჩრდილოეთის ნაკადზე,“ უკრაინის ომის დამთავრებაზე და სხვა თემებზე
მერკელმა აღნიშნა, რომ ამას გარკვეული ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა. „ჩემი ამოცანაა იყო მიმეღო იაფი გაზი გერმანიის ეკონომიკისთვის“ - თქვა ყოფილმა კანცლერმა, რომელმაც განმარტა: „ხედავთ რა შედეგები აქვს ჩვენი ქვეყნისთვის საწვავის მაღალ ფასებს.“
მან ასევე დაასახელა თავისი გადაწყვეტილების სხვა მიზეზი, რომ „რუსეთთან გაზით ვაჭრობის შეწყვეტისთვის არ არსებობდა პოლიტიკური უმრავლესობა და რა თქმა უნდა, არ იყო თანხმობა მრეწველობის მხრიდან“.
მერკელმა გადაჭრით უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ ამით მან წვლილი შეიტანა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში. „რუსეთმა ომი მაშინ დაიწყო, როცა გაზი ამ მილსადენით არ მოედინებოდა,“ თქვა მან, დღეს სხვა ქვეყნები ავსებენ პუტინის ომის სალაროს. მაშინაც ასე იქნებოდა რომ გაგვეწყვიტა ყოველგვარი ეკონომიკური კავშირი“, - თქვა ქრისტიან-დემოკრატმა პოლიტიკოსმა.
მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადს“, ასევე თვლიდა „პოლიტიკურად მიზანშეწონილად“ და დასმულ შეკითხვას, „როგორ შეიძლებოდა „ცივი ომის“ შემდეგ ისეთ ადამიანთან ურთიერთობის შენარჩუნება, როგორიც იყო პუტინი, რომელსაც ზოგიერთი ისტორიკოსი რევიზიონისტს უწოდებს - ასე უპასუხებს: „მხოლოდ მცდელობით, მიგვეცა მისთვის ნება, მიეღო კეთილდღეობის ნაწილი“.
მიუხედავად ამ მცდელობის აშკარა წარუმატებლობისა, მერკელი აშკარად არ თვლის მილსადენის მშენებლობას შეცდომად: „რადგან მე მთელი ჩემი ძალა იმას მოვახმარე, რომ ამეცილებინა ეს სიტუაცია, რომელიც ახლა შეიქმნა“- უთხრა მან გერმანულ ჟურნალს.
მერკელი იხსენებს 2015 წელს უკრაინის შესახებ „მინსკის შეთანხმების“ გარშემო მოლაპარაკებას, რამაც თავის დროზე რუსეთსა და უკრაინას შორის არასტაბილური ზავი მოიტანა. „მაშინ არ მეჩვენებოდა მიზანშეწონილად იმის თქმა, რომ გაგვეწყვიტა რუსეთთან ყოველგვარ კავშირი, რომელიც პუტინისთვისაც მნიშვნელოვანი იყო“ - ამართლებს მერკელი თავის გადაწყვეტილებას.
კითხვას, უნდა მიიღოს თუ არა გერმანიამ მონაწილეობა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლო დიპლომატიურ ინიციატივებში, მერკელმა ასე უპასუხა: „როცა შესაფერისი მომენტი დადგება, გადაწყვეტილებას მხოლოდ უკრაინა ვერ მიიღებს, თუ უკრაინას მხარს ვუჭერთ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ომის დასასრულებლად,“ - ფიქრობს ანგელა მერკელი - გერმანიის ყოფილი კანცლერი.