Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2024

პრეზიდენტი: ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში

0
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვინც ახალი მოწვევის პარლამენტში შევა "შევა რუსეთში". ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტმა აღნიშვა, რომ დღევანდელი სიტუაცია ძალიან განსხვავდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამდგარი ვითარებისგან.


"დარწმუნებული ვარ, რომ პარტიები არ შევლენ პარლამენტში. უაზროა შედარებები 2020-სთან. [2020 წელს] არ იყო განცდა, რომ ქვეყანა მიდის სხვა მიმართულებით, არ იყო განცდა, რომ მასობრივად გაყალბდა არჩევნები. იყო როგორც ყოველთვის, მე რასაც ვეძახი, ნორმალურ გაყალბებას და ამაზე დამცინიან. მაგრამ ის განცდა რომ მოგვპარეს არჩევნები და ქვეყანა, არ არსებობდა. ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში", - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ სანამ არცერთი პარტია არ შევა პარლამენტში, "ქართული ოცნება" რჩება მარტო, თუნდაც ოპოზიცია იყოს ბოიკოტის რეჟიმში.


"მარტო არიან. მარტო არიან პარლამენტში, მარტო არიან მთავრობაში. ერთპარტიულია მთავრობა, პარლამენტი, ერთი კაცის ვერტიკალის ქვეშ და ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში, რაც არსებობს სრულიად დამოკიდებულია ამ ერთ პარტიაზე".


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები 16 ნოემბერს შეაჯამა.


შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.


ცესკოს მონაცემების თანახმად, მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 150-დან 89 მანდატი ექნება, ხოლო ოთხ ოპოზიციურ პლატფორმას - ჯამში 61 მანდატი:



„კოალიციას ცვლილებისთვის“ – 19 მანდატი;
„ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ – 16 მანდატი;
„ძლიერ საქართველოს“ – 14 მანდატი;
„გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.


საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Неожиданный вылет Медведева, США обыграли Канаду на турнире НХЛ. Главное к утру






Чалова отличился великолепным голом, приведя ПАОК к разгромной победе над "Ламией" в греческом чемпионате.

Бразильский теннисист одержал победу на турнире в Буэнос-Айресе.

РАЗВЕДДАННЫЕ ИЗ РФ СПОСОБНЫ СПАСТИ ДОНАЛЬДА ТРАМПА? СЕНСАЦИЯ! Новости. В.В. Путин, Д.А. Медведев, Илон Маск, Дональд Трамп. Россия, США, Европа могут улучшить отношения и здоровье общества?!

Почему мужчины стали чаще ходить на маникюр и педикюр: мнение экспертов