ახალ მთავრობაში იცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის და სოფლის მეურნეობის მინისტრები
მინისტრობის კანდიდატები - პარლამენტის წევრები - კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე:
საგარეო საქმეთა მინისტრი:
მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა.
ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
იუსტიციის მინისტრი:
ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს, რომელიც 2021 წლის 1 აპრილიდან იკავებდა პოსტს.
ოხანაშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრი:
დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას, რომელიც პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა.
სონღულაშვილი 2020-24 წლების პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს და განაცხადა, რომ სამივე მათგანი განაგრძობს მაღალ თანამდებობებზე მუშაობას.
„დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - თქვა მან.