Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2024

აქციის მონაწილე, რომელმაც პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა, დააკავეს

0
პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც წუხელ, 24 ნოემბერს, საპროტესტო დემონსტრაციაზე დაპირისპირებისას პოლიციელს სახეში ხელი დაარტყა, დააკავეს.


მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 44 წლის პირი „პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით“ არის დაკავებული.


შსს ამ ინციდენტს აფასებს, როგორც „თავდასხმას“ და „ფიზიკურად ძალადობას“:


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა“, - წერს სამინისტრო.




მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება 24 ნოემბრის ღამეს მოხდა თბილისში, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოეწყოთ.


პოლიციამ რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდა, მათ შორის აქციის მონაწილეებისთვისაც, და უთხრა, რომ შეეძლოთ, ფეხით გაეგრძელებინათ გზა.


პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვას უკმაყოფილება მოყვა.


შელაპარაკების და სკანდირების შემდეგ აქციის მონაწილეები ფეხით დაიძრნენ.




მათ საქართველოს პარლამენტთან ღამე გაათიეს.


საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებული არიან პოლიციელები. თავისუფლების მოედანზე დგას წყლის ჭავლის მანქანებიც.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Медведев обошел Джоковича в рейтинге ATP, став шестой ракеткой мира






Эксперт назвал среднюю зарплату московских таксистов

В Москве состоялась зрительская премьера драмы «Кончится лето» с Юрой Борисовым

Эксперты рассказали о снижении интереса россиян к квартирам с готовой отделкой

В Госдуму внесут закон об уходе в декрет на любом сроке беременности