Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2024

ბრიტანეთში სამხედრო ბაზების მახლობლად დრონები დააფიქსირეს

0
დიდ ბრიტანეთში სამი სამხედრო ბაზის მახლობლად უპილოტო საფრენი აპარატები დააფიქსირეს. BBC-ს ინფორმაციით, დრონების წარმომავლობის დასადგენად გამოძიებაში ჩართულია გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების 60-მდე სპეციალისტი.


ლეიკენჰიტის, მილდენჰოლის და ფელტუელის რაიონებში მდებარე სამხედრო ბაზების მახლობლად რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი პირველად გასულ კვირაში დააფიქსირეს, შემდეგ კი - 25 ნოემბერს ღამით.


ამ ბაზებს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ. ლეიკენჰიტში დისლოცირებული არიან ამერიკული გამანადგურებლები F-35A და F-15E.


შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დრონებს ადგილობრივ მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე რაიმე გავლენა არ ჰქონიათ. ამასთან, BBC-ს წყაროთა ცნობით, სამხედროები შიშობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატების მართვასთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს რომელიმე უცხო ქვეყანას.


ბოლო თვეებში დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი აფართოებს დივერსიულ ოპერაციებს უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

«Соревнования — это адреналин». Эмоциональный Медведев после выхода в ¼ финала Дохи






Кадры нападения двоих мужчин на сотрудников Госавтоинспекции в Москве

Сихарулидзе считает «диковатой» смену гражданства только ради участия в соревнованиях

Иностранец и два читинца попали под суд за контрабанду леса на 50 млн рублей

Глава СК России поручил доложить о ходе расследования уголовного дела по факту применения насилия в отношении представителей власти в Новой Москве