Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2024

აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის მარიონეტებს, ივანიშვილსა და მის ამფსონებს - კონგრესმენი უილსონი

0
კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში პრო-ევროპული დემონსტრაციების პარალელურად, აცხადებს, რომ აუცილებელია, აშშ-მა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას.


„აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ამფსონებს“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.


ჯო უილსონი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ინიციირებული „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი ავტორი. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად, რათა „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.




უილსონი, - რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკავშირეა, - აქვეყნებს ამონარიდს 2020 წელს მისი და კიდევ 12 კონგრესმენის მიერ შემუშავებული დოკუმენტიდან.


ესაა რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტის (RSC-ის) ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სათაურად „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, სადაც ერთ-ერთი პუნქტი საქართველოსაც ეხებოდა.


13 ამერიკელი კონგრესმენი ითხოვდა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც „ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას.




მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება.


ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, დღის წესრიგიდან მოხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლის ბოლომდე.


29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია დაარბია და მონაწილეები დააკავა.


შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева покинула топ-10 рейтинга WTA, оставшись первой ракеткой России






В Москве осудили «королеву марафонов» Елену Блиновскую

Масштабный проект реставрации фасадов в Москве

Стрелок, задержанный в ТЦ в Мытищах, и раньше провоцировал охрану

Отделение СФР по Москве и Московской области с 2025 года автоматически установило надбавки к пенсиям более 743 тысяч жителей региона с инвалидностью I группы и гражданам старше 80 лет