Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024

ბელარუსში პოლიციამ რეიდი მოაწყო Belsat-ის ყოფილი ჟურნალისტის ბებიის სახლში

0
ბელარუსის პოლიციამ რეიდი მოაწყო ოპოზიციური მედიაორგანიზაციის, Belsat-ის ყოფილი ჟურნალისტის, სიარჰეი სკულავეცის 85 წლის ბებიის სახლში - რაც არის მორიგი ნიშანი მთავრობის მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის ხანგრძლივი კამპანიისა. 


სკულავეცმა ბელარუსი 2023 წლის ზაფხულში დატოვა, მზარდი შიშის ფონზე, რომ მას თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო დააპატიმრებდნენ. ჟურნალისტმა 1 დეკემბერს ფეისბუკით დაწერა, რომ ოფიცრებმა, რომლებმაც თავის წარადგინეს გამომძიებლებად და KGB-ის აგენტებად, სახლი გაჩხრიკეს და ბებიას კითხვებს უსვამდნენ შვილიშვილის საქმიანობაზე. 


Belsat-ი ბელარუსილ ენაზე მაუწყებელი სატელევიზიო არხია, რომელიც პოლონეთიდან მუშაობს და გადასცემს კრიტიკულ ამბებს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავრობის შესახებ. Belsat-ი 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ იქცა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან დამოუკიდებელ მედიასაშუალებად ბელარუსი აუდიტორიისთვის. არხის მხრიდან პოლიტიკური მოვლენების დამოუკიდებელმა გაშუქებამ - 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების და დემონსტრანტებზე ძალადობრივი ზეწოლის ჩათვლით - Belsat-ი გადააქცია სამიზნედ ავტორიტარული ხელისუფლებისთვის.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов и Рублев пробились в финал турнира ATP в Гонконге в парном разряде






В Туле выбрали лучших баскетболистов 60+ в Центральной России

В Москве прокуратура начала проверку после длительной задержки электропоезда

В Подмосковье прошел первый в новом году День донора

Во дворах Южноуральска проводят праздники для детей