სამხრეთ კორეის მთავრობამ დაამტკიცა გაუქმება საომარი მდგომარეობისა, რომელიც პრეზიდენტმა შემოიღო და პარლამენტმა უარყო
აშშ-მა უფრო ადრე, 3 დეკემბერს იმედი გამოთქვა, რომ სამხრეთი კორეის მთავრობა პატივს ცემდა საკანონმდებლო ორგანოს წერების გადაწყვეტილებას და გააუქმებდა საომარ მდგომარეობას, რომელიც პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა შემოიღო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სოკ იოლმა, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება ჩრდილოეთ კორეის შიდა მხარდამჭერებთან ბრძოლის აუცილებლობით ახსნა.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა უდიდესი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მიერ მნიშვნელოვანი სამთავრობო პირების იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობის შემდეგ.
სატელევიზიო მიმართვაში იუნმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ მთავრობის მუშაობისა და სასამართლო სისტემის პარალიზება მოახდინა. საომარი მდგომარეობა, განაცხადა პრეზიდენტმა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებას. მან დემოკრატიული პარტია "საკანონმდებლო დიქტატურაში" დაადანაშაულა და პარლამენტს "დამნაშავეთა ბუდე" უწოდა.
პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტს საომარი მდგომარეობის მოხსნისკენ მოუწოდა სამხრეთ კორეის მმართველი პარტიამაც.
საინფორმაციო სააგენტო "იონჰაპის" ცნობით, ოპოზიცია ითხოვდა მთავარი სახელმწიფო აუდიტორისა და გენერალური პროკურორის გადადგომას. პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა, ხელისუფლების ზეწოლის საწინააღმდეგოდ, ბიუჯეტის შემცირების კანონპროექტი დაამტკიცა. დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციური და საზოგადოების ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უწოდა. 3 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ მოიწვია მეთაურების სხდომა და სამხედროებს საგანგებო მზადყოფნა უბრძანა.