Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024

ოკუპირებულ აფხაზეთში შუქი გაითიშა ენგურჰესის იძულებითი გაჩერების გამო

0
ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს და განმარტავს, რომ ამის მიზეზი გახდა ენგურჰესის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ერთადერთი ელექტროსადგურის, გათიშვა.


კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადებაში ნათქვამია, რომ ენერგომომარაგების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით მზადდება ელექტროენერგიის მიწოდების ახალი გრაფიკი.


მოგვიანებით "ჩერნომორენერგომ" გამოაქვეყნა გრაფიკი, რომლის თანახმად, აბონენტებს შუქს 07:00 საათიდან 21:00-მდე მონაკვეთში დღეში მხოლოდ ორჯერ ჩაურთავენ - 1 საათითა და 24 წუთით.


დე ფაქტო რესპუბლიკაში  პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რასაც ადგილობრივი მიმომხილველები მოსკოვის უკმაყოფილებასა და შურისძიებას უკავშირებენ.


აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკა ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან და ენგურის ჰიდროელექტროსადგურიდან, რომლის წარმოების მოცულობა ახლა უკიდურესადაა შემცირებული ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო.


ელექტროკრიზისის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ საბავშვო ბაღები და სკოლები. ე.წ. განათლების მინისტრის, ინალ გაბლიას თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე არდადეგები გამოცხადდა.




 


თუმცა, მოგვიანებით ითქვა,  რომ ამ გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Теннисист Даниил Медведев проиграл 121-й ракетке мира во втором круге Australian Open






Москва и Пекин будут бороться с подделками под российские продукты в КНР

Образцовое партнёрство: договор с Ираном мог бы стать основой для урегулирования конфликта с Западом

Мигрантам в РФ раздают квартиры, а «своих» шпыняют за национализм

Власти требуют признать самовольными постройками ряд торговых объектов в Верхних Муллах