უკრაინა პენტაგონის მარაგიდან მიიღებს კიდევ 500 მილიონი დოლარის იარაღს და ტექნიკას
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას.
უკრაინა ამ იარაღს და ტექნიკას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მიიღებს.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.