რომელ 17 პოლიტიკოსსა და მოსამართლეს დაუწესა ლიეტუვამ სანქციები - სია
15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლიეტუვამ სავიზო სანქციები დაუწესა 17 ადამიანს.
ესენი არიან:
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კახა კალაძე - თბილისის მერი, „ქარ მიხეილ ჩინჩალაძე - მოსამართლე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე (ფარცხალაძე) - ყოფილი მთავარი პროკურორი, სანქცირებული აშშ-ის მიერ; ირაკლი რუხაძე - „იმედისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელი; ლევან მურუსიძე - მოსამართლე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ვიქტორ ჯაფარიძე - „ხალხის ძალის“ წევრი, პარლამენტარი; გიორგი (გია) კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა, მოხსენიებულია, როგორც პრორუსული პარტიის ყოფილი წევრი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი. დიტო სამხარაძე - პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“; გოგა ხაინდრავა - ის მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე“, „სტუდია „ლე ხაინდრაოს“ დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი“. ზვიად შალამბერიძე - პრემიერის ყოფილი რწმუნებული იმერეთში;
სიაში დასახელებულია, როგორც „პასუხისმგებელი პირი იმერეთის რეგიონში ივანიშვილის ოპონენტების ნეიტრალიზაციაზე“; შალვა თადუმაძე - მოსამართლე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი; თეა წულუკიანი - პარლამენტარი, ყოფილი მინისტრი; ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.
რამდენიმე საათით ადრე ლიეტუვის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა დაწერა:
„ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია და დავამატეთ კიდევ 17 პირი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“.
„ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას“, - დაწერა მინისტრმა ბუდრისი.
კიდევ უფრო ადრე, ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ 2 დეკემბერს დაუწესეს სავიზო სანქციები 11 მაღალი თანამდებობის პირს - ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს.