სავარაუდოდ, ასობით ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას მაიოტის არქიპელაგზე
რეგიონის პრეფექტის, ფრანსუა-კსავიე ბევილის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა დაზუსტებული რაოდენობა 14-ს შედგენს, 250 - დაიჭრა. მაგრამ ადგილობრივ საავადმყოფოებში ვერ ხვდება ყველა დაღუპულის შესახებ ცნობა. ძირითადად მუსულმანური ტრადიციის გამო, რომლითაც გარდაცვლილის დაკრძალვა იმავე დღეს ხდება.
დამანგრეველი ქარიშხლის შედეგად, არქიპელაგზე თითქმის ყველა ძველი და მყიფე საცხოვრებელი სახლი განადგურდა. ხელისუფლების განცხადებით, ასეთ სახლებში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. არსებობს შიში, რომ ბევრი მათგანი შეიძლება ვერ გადარჩა.
კუნძულ მაიოტზე ჩადის მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება, აეროპორტს კი სამხედრო თვითმფრინავების მიღება შეუძლია. საფრანგეთმა კატასტროფის შედეგების მოსაგვარებლად სამხედრო და სამაშველო პერსონალი გაგზავნა.
მაიოტის არქიპელაგი მდებარეობს დასავლეთ ინდოეთის ოკეანეში, აფრიკის სახელმწიფო მოზამბიკსა და ჩრდილოეთ მადაგასკარს შორის