Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ქერჩის სრუტეში გრძელდება რუსული ტანკერის ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია

0

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელ ქერჩის სრუტეში დილით განაახლა ტანკერ „ვოლგონეფტ 239-ის" ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცია, რომელიც გასულ ღამით შეწყდა ძლიერი ღელვის და ქარიშხლის გამო.

სამინისტროს მიერ დილის 11 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს ეკიპაჟის ხუთი წევრი.

გუშინ, 15 დეკემბერს, შტორმის შედეგად ქერჩის სრუტეში მეჩეჩზე აღმოჩნდა და დაზიანდა ორი ტანკერი: „ვოლგონეფტ 212“, რომელზეც 13 ადამიანი იმყოფებოდა და „ვოლგონეფტ 239“, რომლის ეკიპაჟში 14 წევრია.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მაშველებმა 15 დეკემბერსავე გადაარჩინეს „ვოლგონეფტ 212-ის" ეკიპაჟის ყველა წევრი, ერთი კი დაიღუპა. 11 მეზღვაური ანაპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ტანკერი ორ ნაწილად გაიპო.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, ორივე ტანკერს გადაჰქონდა, საერთო ჯამში, დაახლოებით 9 ათასი ტონა მაზუთი.

რუსეთის მთავრობამ დღეს განაცხადა, რომ ზღვაში, სავარაუდოდ, საწვავის მხოლოდ ნაწილი ჩაიღვარა.

რუსი გამომძიებლები კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ რთულ მეტეოპირობებში ეკიპაჟის შეცდომას და შტორმის ზედმეტად ძლიერ დაწოლას ტანკერების კორპუსზე.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Тренер второй ракетки мира сделал признание о Елене Рыбакиной






Ёлочные базары открылись в Брянске

Андрей Воробьев рассказал о важных транспортных проектах в Подмосковье

Эксперт предупредил о новой схеме мошенничества

Генерация видео в Sora без покупки подписки ChatGPT в России и не только. Мой опыт