აფხაზეთში კვლავ მძიმე ენერგეტიკული კრიზია. ათობით ათასი ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე ატარებს. სკოლებსა და ბაღებში იძულებითი არდადეგებია გამოცხადებული. შეფერხებით მუშაობენ პურის საცხობები და მომსახურების ობიექტები.