Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

რუსეთში ნავალნის ადვოკატებისთვის ხუთ წელზე მეტი ვადით ითხოვენ პატიმრობას

0
რუსეთში, ვლადიმირის ოლქის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, პროკურატურამ ხუთ წელზე მეტი ვადით მოითხოვა პატიმრობის მისჯა სამი პირისთვის, რომლებიც კოლონიაში დაღუპული ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატები იყვნენ. საქმე ეხება მათ მონაწილეობას ექსტრემისტულ გაერთიანებაში. ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, "ნოვაია გაზეტაზე" დაყრდნობით.


ბრალდების მხარე ითხოვს ვადიმ კობზევს პატიმრობა მიესაჯოს 5 წლით და 11 თვით, ალექსეი ლიპცერს - 5 წლით და 10 თვით, იგორ სერგუნინს - 5 წლით და 6 თვით.


როგორც იუწყებიან, კობზევი და ლიპცერი თავს უდანაშაულოდ აცხადებენ, სერგუნინმა კი ბრალი აღიარა და ჩვენებაც მისცა.


სამი ადვოკატი 2023 წლის ოქტომბერში მოათავსეს იზოლატორში, ექსტრემისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის - ასეთად რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ორგანიზაციებს მიიჩნევს.


საქმეზე გაასამართლეს კიდევ ორი ადვოკატი: ალექსანდრ ფედულოვი და ოლგა მიხაილოვა. მათ რუსეთის დატოვება მოასწრეს და სასამართლოებმა დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა.


ალექსეი ნავალნი იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი და ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე. მას ხანგრძლივი ვადით ჰქონდა მისჯილი პატიმრობა, სხვადასხვა პოლიტიკური მუხლით.


 




ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში. ოფიციალური ვერსიით, პოლიტიკოსი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.


ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას, ნათქვამი აქვს, რომ მისი ქმარი "სიცოცხლის ბოლო წუთებში უჩიოდა მწვავე ტკივილს მუცლის არეში", ხოლო ნავალნის მოკავშირეები თვლიან, რომ ის ციხეში მოკლეს, სავარაუდოდ, კრემლის მითითებით, რასაც კრემლი უარყოფს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Арина Соболенко

Арина Соболенко приняла решение по участию в крупном турнире






Загруженность дорог Подмосковья составляет 7 баллов вечером 17 декабря

Что такое «станция Судного дня» и при чем тут конец света

В столичных детских больницах пройдёт акция «Добрая ёлка мэра Москвы»

КАВКАЗСКАЯ РУЛЕТКА-2: Сирийский Курдистан. Часть 11