Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ჩეხმა დეპუტატებმა რუსებს შეუზღუდეს მოქალაქეობის მიღება

0
ჩეხეთის დეპუტატების პალატამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც, მათ შორის, რუსებს მნიშვნელოვნად უზღუდავს ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას.


დამტკიცებული შესწორებით რუსეთის მოქალაქეები, გარკვეული გამონაკლისებით, ვერ შეძლებენ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას რუსეთის მოქალაქეობის დათმობის გარეშე. ამასთან, შესწორება ითვალისწინებს 15 წელზე მეტი ასაკის რუსების განაცხადების განხილვის სრულ შეჩერებას, განუსაზღვრელი ვადით - მათ შორის განაცხადების, რომლებიც ამ დრომდეა შეტანილი.


გამონაკლისები დაიშვება პირებისთვის, რომლებმაც ჩეხეთში თავშესაფარი მიღეს და ასევე მათთვის, ვინც, ქვეყნის მმართველთა შეფასებით, მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს. გამონაკლისები დასაშვებია ჰუმანიტარული მიზეზებითაც.


შესწორებას მხარი დაუჭირეს მმართველი კოალიციის დეპუტატებმა, ოპოზიცია - როგორც პოპულისტური ორიენტაციის ნაციონალისტები, ისე პროევროპული "მეკობრეები" - წინააღმდეგნი იყვნენ. კანონპროექტი გააკრიტიკეს რუსეთის დიასპორის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა - მათი შეფასებით, გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან რუსეთის მოქალაქეობის დათმობა არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ქონის გარეშე. კრიტიკოსები კანონრპოექტს დისკრიმინაციულს უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ჩეხეთში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომელმაც რუსეთი დატოვა უთანხმოების გამო უკრაინის ომთან და პრეზიდენტ პუტინის მმართველობასთან. კანონპროექტის ავტორები კი მიანიშნებდნენ უსაფრთხოების პრობლემებზე იმ შემთხვევაში, თუ ჩეხეთის მოქალაქეობას ბევრი რუსი მიიღებს.




ბოლო წლებში ჩეხეთის მოქალაქეობა მიიღო რამდენიმე ათასმა რუსმა. ჩეხეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭიროა პირმა ქვეყანაში იცხოვროს 10 წელზე მეტი დროის განმავლობაში, ჰქონდეს მუდმივი ბინადრობის უფლება, იცავდეს კანონს და ჩააბაროს გამოცდა ჩეხურ ენაში.


ახლა დოკუმენტი სენატს გაეგზავნება განსახილველად, რის შემდეგაც მას ჩეხეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. მოელიან, რომ შესწორება ძალაში შევა 2025 წლის თებერვლიდან.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ник Кирьос

Ник Кирьос: когда возвращается, сыграет ли на Australian Open — 2025, что сказал о Данииле Медведеве, Яннике Синнере






Некоторые российские региона окажутся в зоне аномального холода

Разгон на рубль, удар на копейку: за год продано всего 200 машин, российские дилеры закрывают салоны и прекращают заниматься Skywell

Более пяти тысяч новых домовых и городских указателей установили в Москве

854 тыс куб м отходов вывез регоператор Сергиево-Посадского кластера в ноябре