Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ევროკომისიის წარადგინა წინადადება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

0
2024 წლის 20 დეკემბერს, - მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ამ თემაზე დისკუსიების კვალდაკვალ, -  ევროკომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ  ევროპულ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებას ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შეჩერების შესახებ.


ევროკავშირის საბჭოში ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება არა კონსენსუსი, ანუ ყველა ქვეყნის თანხმობა, არამედ კვალიფიციური უმრავლესობა, - სულ მცირე, 14 ისეთი წევრი ქვეყნის თანხმობა, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს მაინც წარმოადგენენ.


ევროკომისიის პრესრელიზში წერია, რომ ეს ინიციატივა არის „პასუხი საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ რეპრესიებზე მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ“.


რაც შეეხება ინიციატივის დეტალებს და რას მოიცავს ის - ევროკომისია შემოიფარგლება ასეთი ფორმულირებებით:



„თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები, დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში 90 დღემდე ხანმოკლე ვადით ყოფნისთვის ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში“;
საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებზე ასევე აღარ გავრცელდება სავიზო რეჟიმის გამარტივების ისეთი მექანიზმები, როგორიცაა განაცხადის მიღების ხანმოკლე ვადა, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები ოდენობის დამხმარე დოკუმენტაციის წარდგენას შესაძლებლობა;
ეს გადაწყვეტილება არ მოახდენს ნეგატიურ ზეგავლენას ადამიანთა შორის კონტაქტებზე, რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივ პასპორტს ფლობენ, კვლავაც ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით ევროკავშირში ხანმოკლე დროით მოგზაურობისას“.


ევროკომიის თანახმად, „ახლა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებაზე“.


აღნიშნული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ 2011 წლის მარტიდან არის ძალაში. ამ შეთანხმების მე-10 მუხლი ადგენს, რომ „საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ პასპორტებს, შეუძლიათ შევიდნენ, დატოვონ და ტრანზიტით გაიარონ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიები ვიზების გარეშე“.


ევროკომისიის თანახმად, თუ საბჭო მიიღებს 20 დეკემბერს წამოყენებულ წინადადებას და იგი ძალაში შევა, წევრ სახელმწიფოებს საჭირო ზომების მიღება მოუწევთ:



„ეს ნიშნავს, რომ გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპის შესაბამისად, მათ [წევრ ქვეყნებს] მოუწევთ მოითხოვონ ვიზის მისაღებად საჭირო პროცედური საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი/ოფიციალური პასპორტების და სპეციალური პასპორტების მფლობელებისგან და აცნობონ ამ ზომების შესახებ სხვა წევრ სახელმწიფოებსა და კომისიას“.
„შესაბამისად, წევრ ქვეყნებს მოუწევთ, შეწყვიტონ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების ქართველ მფლობელებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის გამარტივების ისეთი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა განაცხადის მიღების ხანმოკლე ვადა, დაბალი სავიზო მოსაკრებელი და ნაკლები ოდენობის დამხმარე დოკუმენტაციის წარდგენას შესაძლებლობა. 


კაია კალასმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში განაცხადა: „ეს [ინიციატივა] მკაფიო გზავნილს უგზავნის საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ მიერ ოპოზიციის ხმების დათრგუნვას და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას კონკრეტული შედეგები მოჰყვება“.


მისი თქმით, „საქართველოს მიმართ სანქციები ასევე დევს მაგიდაზე“: „ჩვენ გავაგრძელებთ დამატებითი ღონისძიებების განხილვას“.


„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით ევროპული მომავლისთვის. ევროკავშირის კარი ღია რჩება“, - წერს მარტა კოსი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში.




რადიო თავისუფლებამ მოიძია საქართველოს მთავრობის 2015 წელს მიღებული 176-ე დადგენილება სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.


სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ორი ტიპისაა:



დიპლომატიური პასპორტი;
სამსახურებრივი პასპორტი.


როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, შეზღუდვა ორივე კატეგორიის პასპორტებს ეხება.


მთავრობის 176-ე დადგენილება განსაზღვრავს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეიძლება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გაცემა.


დადგენილებაში წლების განმავლობაში არაერთი ცვლილებაა შეტანილი და ამჟამად იგი დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა 41 კატეგორიას განსაზღვრავს.


ამ სიაში არიან:



უმაღლესი თანამდებობის პირები - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე - მეუღლეებითურთ;
უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და წევრები;
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილეები და ამ სამსახურის 50-მდე თანამშრომელი;
მინისტრები და პარლამენტარები;
გენერალური პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
კათოლიკოს-პატრიარქი და საპატრიარქოს რამდენიმე იერარქი;
სახალხო დამცველი და სხვები.


2015 წლის 17 დეკემბრის ცვლილებით, „განსაკუთრებულ შემთხვევებში“ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიპლომატიური პასპორტი შეიძლება გაიცეს იმ პირებზე, რომლებიც არ არიან გათვალისწინებული ამ სიაში.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хасбик поучаствовал в жеребьевке на молодежном Итоговом турнире ATP. Он подбросил монетку перед матчем






Швыдкой: Россия выпускает 200 фильмов в год после ухода голливудских студий

Самый популярный «Москвич» обрел специальную версию: представлен «Москвичом 3» с ручным управлением

Жена Башара Асада начала лечение от рака в Москве еще до его побега

Какой сегодня праздник: 21 декабря – День зимнего солнцестояния