გამოცხადდა საფრანგეთის წელს უკვე მეოთხე მთავრობის შემადგენლობა
პარიზში, ელისეს სასახლეში გამოაცხადეს ახალი მთავრობის შემადგენლობა, რომელიც შექმნა პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ბაირუმ.
ეს მინისტრთა უკვე მეოთხე კაბინეტია წელს. წინა მთავრობა დაითხოვს მას მერე, რაც პარლამენტმა 4 დეკემბერს უნდობლობა გამოუცხადა მიშელ ბარნიეს მთავრობას.
ბარნიეს მთავრობამ სამი თვე იმუშავა. იგი დაითხოვს მას მერე, რაც პარლამენტის თანხმობის გარეშე მიიღო 2025 წლის სოციალური დაზღვევის შესახებ კანონი.
ახალ მთავრობაში თანამდებობები შეინარჩუნა შვიდმა მინისტრმა, მათ შორის თავდაცვის - სებასტიან ლეკორნიუმ და საგარეო საქმეთა მინისტრისა - ჟან-ნოელ ბარომ.
ელიზაბეთ ბორნი, რომელსაც პრემიერის პოსტი ეკავა 2022 წლის მაისიდან 2024 წლის იანვრამდე, განათლების მინისტრი გახდა.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გახდა ერიკ ლომბარი - დეპოზიტებისა და კონსიგნაციათა ფონდის სახელმწიფო დაფინანსების უწყების ხელმძღვანელი.
მთავრობის პირველი სხდომა გაისად, 3 იანვარს გაიმართება.