Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25
26
27
28
29
30
31

სირიაში სურთ მეამბოხეთა ჯგუფები დაუქვემდებარონ თავდაცვის სამინისტროს

0
სირიის ამჟამინდელმა, დე-ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ 24 დეკემბერს მეამბოხეთა ფორმირებების ყოფილ მეთაურებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ეს დაჯგუფებები დაიშლებიან და ერთიანად იქნებიან კონსოლიდირებული, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით - იუწყება ახალი ადმინისტრაცია.


გასულ კვირაში სირიის პრემიერ-მინისტრი, მუჰამედ ალ-ბაშირი აცხადებდა, რომ სამხედრო უწყება რესტრუქტურიზაციას უნდა დაექვემდებაროს, და ამ პროცესმა უნდა მოიცვას მეამბოხეთა დაჯგუფებები და ის ოფიცრები, რომლებიც დეზერტირები იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის არმიაში.


სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ალ-შარა რთული ამოცანის წინაშეა, მან თავიდან უნდა აირიდოს შეტაკებები ასადის აწ უკვე დამხობილი რეჟიმის ბევრ მოწინააღმდეგეს შორის.


სირიის დროებით მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაინიშნა მურჰაფ აბუ კასრა - ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაჯგუფებისა "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი", რომელიც ასადის რეჟიმის დამხობის ძალისხმევის სათავეში იყო. აშშ-ში და ბევრ სხვა ქვეყანაში ამ ჯგუფს ტერორისტულად მიიჩნევენ. აჰმედ ალ-შარა ლიდერია ჯგუფისა "ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი".


ბოლო დღეებში დამასკში ჩასულ დასავლელ ოფიციალურ პირებთან საუბრებში აჰმედ ალ-შარა ირწმუნებოდა, რომ არ აპირებს შურისძიებას ყოფილი ხელისუფლების წევრებზე, და არც რეპრესიების გატარებას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Юлия Путинцева

Путинцева откровенно высказалась о России






Каждый день как праздник // Сколько можно заработать, сдавая квартиру в Москве на Новый год

Росавиация находится в контакте с Azerbaijan Airlines после крушения самолета

Дмитрий Медведев одной цифрой ответил на вопрос о мобилизации в России

В районе Крюково обновлены фасады двух нежилых строений